მელიქ-შაჰი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მალიქ-შაჰი
Jalāl al-Dawla Mu'izz ibn Alp Arslān
Büyük Selçuklu Sultanı Melikşah.jpg
სელჩუკთა იმპერიის მე-3 სულთანი
მმართ. დასაწყისი: 15 დეკემბერი, 1072
მმართ. დასასრული: ნოემბერი, 1094
წინამორბედი: ალფ-არსლანი
მემკვიდრე: მაჰმუდ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 8 აგვისტო, 1055
გარდ. თარიღი: 19 ნოემბერი, 1092
გარდ. ადგილი: ბაღდადი, აბასიანთა სახალიფო
სრული სახელი: ბერქიიარუქი
მაჰმედ I
აჰმედ სენჯერი
მაჰმუდ I
დინასტია: სელჩუკები
მამა: ალფ-არსლანი
რელიგია: ისლამი, სუნიზმი

მალიქ-შაჰ აბულ-ფათხ ჯალალ-ად-დინი (დ. აგვისტო, 1055 — გ. ნოემბერი, 1092) - სელჩუკთა იმპერიის სულთანი 1072-1092 წწ.

მალიქ-შაჰი საქართველოს გიორგი II-ის გამეფების მეორე წელსვე შემოესია, სამშვილდის ციხე აიღო, ქართლი დაარბია და უკან გაბრუნდა. შემდეგ სულთანმა განძა აიღო, მის გამგებლად სარანგი დანიშნა და მას ქართლში ლაშქრობები დაავალა.

მალიქ-შაჰმა საქართველოში მეორედაც ილაშქრა. თურქ-სელჩუკებმა კარის ციხე-ქალაქი აიღეს და ჯავახეთში მდგომ გიორგი II-ს თავს დაესხნენ და დაამარცხეს.

XI საუკუნის 80-იან წლებში საქართველოში დიდი თურქობა დაიწყო. თურქული ტომები დიდი რაოდენობით შემოვიდნენ საქართველოს მიწა-წყალზე. მათ წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელი შეიქმნა და გიორგი II-მ 1083 წელს თავი დამარცხებულად ცნო. იგი ეახლა სულთან მალიქ-შაჰს, მორჩილება გამოუცხადა და ყოველწლიურად ხარკის საფასურად ზავი და მშვიდობა ითხოვა.

1092 წელს თურქ-სელჩუკთა სულთანი მალიქ-შაჰი გარდაიცვალა და სახელმწიფოში შინაარეულობა დაიწყო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]