მასტერსის კვალიფიკაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

Benson & Hedges Championship — სნუკერის პროფესიონალური ტურნირი. იმართებოდა 1990—2002 წლებში. ყოველ წელს Benson & Hedges Championship-ის გამარჯვებული იღებდა უაილდ-კარდს მასტერსისთვის.

1992-1993 წლების სეზონზე ტურნირი მინი-რეიტინგული იყო, ანუ ქულები მოთამაშეებს ერიცხებოდათ 1:10 შეფარდებით. ქულები გაიცემოდა უფრო მეტი პროფესიონალის მიზიდვის მიზნით, თუმცა ძირითადი მოთამაშეები მასში მონაწილეობას არ იღებდნენ (ისინი ავტომატურად ხვდებოდნენ მასტერსზე), ამიტომ ტურნირმაც დაკარგა რეიტინგულის სტატუსი. მიუხედავად ამისა, უშუალოდ მასტერსის მნიშვნელობისა და პრესტიჟულობის გათვალისწინებით, მოთამაშეები ინტერესს იჩენდნენ კვალიფიკაციის მიმართ, რათა უემბლიზე მოხვედრილიყვნენ.

2003-2004 წლების სეზონიდან Benson & Hedges Championship-მა თამბაქოს სპონსორის წასვლასთან დაკავშირებით სახელი შეიცვალა და ეწოდა Masters Qualifying Event, ანუ ოფიციალური ტურნირი — კვალიფიკაცია მასტერსზე. ამ სახით ტურნირი კალენდარში დაბრუნდა 2005-2006 წლების სეზონზე (2004 წელს იგი არ გამართულა).

2010/11 წლების სეზონიდან ტურნირი გაქრა მეინ-ტურის კალენდრიდან.

გამარჯვებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი გამარჯვებული ფინალისტი ანგარიში სეზონი
Benson & Hedges Satellite Championship (არარეიტინგული)
1990 შოტლანდიის დროშა ალან მაკმანუსი ტაილანდის დროშა ჯეიმზ უოტანა 9:5 1990/91
1991 ირლანდიის დროშა კენ დოერტი უელსის დროშა დარენ მორგანი 9:3 1991/92
Benson & Hedges Championship (მინი-რეიტინგული)
1992 შოტლანდიის დროშა კრის სმოლი შოტლანდიის დროშა ალან მაკმანუსი 9:1 1992/93
Benson & Hedges Championship (არარეიტინგული)
1993 ინგლისის დროშა რონი ო’სალივანი შოტლანდიის დროშა ჯონ ლარდნერი 9:6 1993/94
1994 უელსის დროშა მარკ უილიამსი ინგლისის დროშა როდ ლოულერი 9:5 1994/95
1995 უელსის დროშა მეთიუ სტივენსი შოტლანდიის დროშა პოლ მაკფილიპსი 9:3 1995/96
1996 ინგლისის დროშა ბრაიან მორგანი შოტლანდიის დროშა დრუ ჰენრი 9:8 1996/97
1997 ინგლისის დროშა ენდი ჰიქსი უელსის დროშა პოლ დევისი 9:6 1997/98
1998 ინგლისის დროშა დევიდ გრეი ინგლისის დროშა დეივ ჰაროლდი 9:6 1998/99
1999 ინგლისის დროშა ალისტერ კარტერი ინგლისის დროშა საიმონ ბედფორდი 9:4 1999/00
2000 ინგლისის დროშა შონ მერფი ინგლისის დროშა სტიუარტ ბინემი 9:7 2000/01
2001 უელსის დროშა რაიან დეი შოტლანდიის დროშა ჰიუ ებერნეტი 9:5 2001/02
2002 ინგლისის დროშა მარკ დევისი კვიპროსის დროშა მეჰმედ ჰუსნუ 9:6 2002/03
Masters Qualifying Event (არარეიტინგული)
2003 ავსტრალიის დროშა ნილ რობერტსონი უელსის დროშა დომინიკ დეილი 6:5 2003/04
2005 ინგლისის დროშა სტიუარტ ბინემი ინგლისის დროშა ალისტერ კარტერი 6:3 2005/06
2006 ინგლისის დროშა სტიუარტ ბინემი ინგლისის დროშა მარკ სელბი 6:2 2006/07
2007 ინგლისის დროშა ბარი ჰოკინსი ნორვეგიის დროშა კურტ მეფლინი 6:4 2007/08
2008 ინგლისის დროშა ჯად ტრამპი ინგლისის დროშა მარკ ჯოისი 6:1 2008/09
2009 ინგლისის დროშა რორი მაკლაუდი ინგლისის დროშა ენდრიუ ჰიგინსონი 6:1 2009/10

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]