ვალე-დ’აოსტა
ვალე დ'აოსტა (იტალ. Valle-d'Aosta, ფრანგ. Vallée-d'Aoste, ადგ. დიალექტზე Val d'Ota) — ავტონომიური რეგიონი იტალიის ჩრდილო-დასავლეთში. ძველად აქ სალასების კელტური ტომი სახლობდა. რომაელებმა აოსტის ხეობა დაიპყრეს ძვ. წ. 25 წელს. შემდეგ მას მართავდნენ გოთები, ლანგობარდები, ბურგუნდები, ბოლოს კი — სავოიელების დინასტია.
რეგიონს დასავლეთით ესაზღვრება საფრანგეთი, ჩრდილოეთით — შვეიცარია, სამხრეთით და აღმოსავლეთით კი პიემონტის რეგიონი. მისი ფართობი 3 263 კმ²-ია, მოსახლეობა კი დაახლოებით 130 000 ადამიანი (2011) და წარმოადგენს იტალიის ყველაზე პატარა და ყველაზე ნაკლებ დასახლებულ რეგიონს. ის ამავე დროს ქვეყნის ერთადერთი რეგიონია, რომელსაც არცერთი პროვინცია არ გააჩნია. დაყოფილია 74 კომუნად. პროვინციულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს ახორციელებს რეგიონული მთავრობა.[3]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| ||||||||||
