ანკონის პროვინცია
ანკონის პროვინცია (იტალ. Provincia di Ancona) — პროვინცია იტალიაში, მარკეს რეგიონში. დედაქალაქია ანკონა. პროვინციის ფართობი 1 940 კმ²-ია, მოსახლეობა 474 630 (2008). შედგება 49 კომუნისგან.
პროვინცია გადაჭიმულია ადრიატიკის ზღვიდან აღმოსავლეთით, აპენინის მთებამდე. მისი რელიეფი თანდათანობით მაღლდება და გადადის უფრო მთიანში. მოსახლეობა ძირითადად თავმოყრილია სანაპირო ზოლში და დაახლოებით მეოთხედი თავს იყრის დედაქალაქ ანკონაში.
პროვინციის სანაპიროს ქვიშიანი პლაჟები უფრო მეტად თვით იტალიელებშია პოპულარული, ვიდრე უცხოელებში. შიდა ნაწილი, ცენტრალური რეგიონი გამოიყენება მიწათმოქმედებისათვის, აწარმოებენ თეთრ და წითელ ღვინოებს, ყურძნის სხვადასხვა სახეობებისგან. მთიანი ნაწილი უღრან ტყეებს უჭირავს, სადაც იზრდება სოკო შავი ტრიუფელი, რომელიც ბაზარზე საკმაოდ პოპულარულია.
კომუნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცხრილში მოცემულია პროვინციის ძირითადი კომუნები მოსახლეობის რაოდენობის მხრივ:
კომუნა | მოსახლეობა | ფართობი კმ² |
---|---|---|
ანკონა | 102 047 | 123,71 |
სენიგალია | 44 536 | 115,77 |
ეზი | 40 410 | 107,72 |
ოზიმო | 32 599 | 105,42 |
ფაბრიანო | 31 745 | 269,61 |
ფალკონარა-მარიტიმა | 27 964 | 25,46 |