მავროვოს ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მავროვოს ეროვნული პარკი

მაკედ. Национален парк Маврово

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
Mavrovsko-ezero.jpg
მავროვოს ტბა
მდებარეობა პოლოგის რეგიონი, მავროვო და როსტუშა
ქვეყანა მაკედონია
უახლოესი ქალაქი გოსტივარი
კოორდინატები 41°41′46″ ჩ. გ. 20°40′03″ ა. გ. / 41.6962000° ჩ. გ. 20.6677000° ა. გ. / 41.6962000; 20.6677000
ფართობი 730,88 კმ2
დაარსდა 1948
ოფიციალური საიტი http://www.npmavrovo.org.mk/

მავროვოს ეროვნული პარკი (მაკედ. Национален парк Маврово) — სიდიდით მესამე ეროვნული პარკი მაკედონიაში. მისი ფართობი — 73 088 ჰა.

პარკის ტერიტორია დაცულია 1948 წლის შემდეგ. პარკის საზღვრებში მდებარეობს მთის მასივები: კორაბი (2764 მ), დეშატი (2375 მ), ნახილობრივ პარკში შედის: შარის მთის მასივი (2747 მ), მაკედონიის კიდევ ერთ-ერთი უმაღლესი — ბისტრის მასივი (2163), ხოლო პარკის ჩრდილოეთ ნაწილში — კრჩინის მასივი.

პარკის ცენტრალური ნაწილი მდინარე რადიკის ხეობაშია მოქცეული. ეროვნული პარკის ქვედა ნაწილში მდებარეობს მავროვოს ტბა.

პარკის საზღვრებში გვხვდება მრავალი სხვადასხვა მორფოლოგიური წარმონაქმნი და რელიეფის ნაწილი: მდინარის ხეობები, ჩანჩქერები, კარსტული წარმონაქმნები, გამოქვაბულები და სხვა. პარკის ტყეები ძირითადად წიფლისგან შედგება.

პარკთან ახლოს მდებარეობს ამავე სახელწოდების სამთო-სათხილამურო კურორტი „მავროვო“.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აქ იზრდება 1000-მდე უმაღლესი მცენარის ჯიში, რომლიდანაც 38 ხისებრია, ხოლო 600-მდე — ენდემური, გადაშენების პირას მყოფი ან იშვიათი. მავროვოს ეროვნული პარკი წარმოადგენს მცენარეთა 7 ჯიშის ზრდა-განვითარების კლასიკურ ადგილს. იგი ერთადერთი ადგილია მაკედონიაში, სადაც შესაძლებელია მცენარეთა 12 იშვიათი ჯიშის ნახვა. ასევე პარკის საზღვრებში გავრცელებულია მცენარეთა 33 ჯიში, რომლებიც იშვიათად გვხვდება მაკედონიის სხვა ადგილებში.

მავროვოს ეროვნული პარკის ფაუნა გამოირჩევა თავისი მრავალფეროვნებით. აქ გვხვდება 140-ზე მეტი ჯიშის ფრინველი, მათ შორისაა შავარდენი, ბეგობის არწივი და მთის არწივი, ასევე 11 ჯიშის ამფიბია, 12 ჯიშის ქვეწარმავალი და 38 ჯიშის ძუძუმწოვარი (მათ შორის დათვი, ფოცხვერი, არჩვი და ტყის კატა).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]