შინაარსზე გადასვლა

გალიჩიცის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გალიჩიცის ეროვნული პარკი

მაკედ. Национален парк Галичица

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
ხედი გალიჩიცის მთაზე წმ. ნაუმის მონასტრიდან
მდებარეობა რესენისა და ოჰრიდის თემები
ქვეყანა ჩრდილოეთი მაკედონია
უახლოესი ქალაქი ოჰრიდი
კოორდინატები 41°01′09″N 20°52′54″E / 41.0193° ჩ. გ. 20.8816° ა. გ. / 41.0193; 20.8816
ფართობი 227,5 км2
დაარსდა 1958
ოფიციალური საიტი http://www.galicica.org.mk/

გალიჩიცის ეროვნული პარკი (მაკედ. Национален парк Галичица) — ჩრდილოეთ მაკედონიის სამი ეროვნული პარკიდან ერთ-ერთი. მდებარეობს რესენისა და ოჰრიდის თემების ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ მაკედონიის უდიდეს ტბებს — ოჰრიდსა და პრესპას შორის. ეროვნულ პარკთან ახლოს მდებარეობს ქალაქები ოჰრიდი და რესენი.

ტერიტორია, რომელზეც პარკი მდებარეობს, დაცულია სახელმწიფოს მიერ 1952 წლის შემდეგ. 1958 წელს მას მიენიჭა ეროვნული პარკის სტატუსი. პარკის ფართობი შეადგენს 22 750 ჰექტარს. პარკის უმაღლესი წერტილია მწვერვალი მაგარო (2254 მ).

გალიჩიცის ეროვნული პარკი განსაკუთრებით გამოირჩევა ფლორის სიმდიდრით. ამჟამად მის ტერიტორიაზე ნაპოვნია მცენარის 1000-ზე მეტი ჯიში, რომელთაგან უმეტესობაც ენდემური, გადაშენების პირას მყოფი ან იშვიათია. მათგან 12 იზრდება მხოლოდ პარკის ტერიტორიაზე.

გალიჩიცის ეროვნული პარკი

პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს 18 სოფელი, რომელთაგან 14 (ელშანი, კონსკო, ტრპეიცა, ლიუბანიშტა, პეშტანი, რაჩა, ველესტვო, რამნე, შიპოკნო, ლაგადინი, დოლნო კონსკო, ისტოკი, ელეშეცი და ჩრდ. სტეფანი) ეკუთვნის ოჰრიდის თემს, ხოლო დანარჩენი 4 (ოტეშევო, ლესკოეცი, სტენიე და კონსკო) რასენისას. მოსახლეობის საერთო რაოდენობა, 2001 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით, შეადგენს დაახლოებით 5400 ადამიანს. ადგილობრივი მცხოვრებლების ძირითადი საქმიანობა მესაქონლეობა და მიწათმოქმედებაა, ასევე ტურისტებისთვის სხვადასხვა მომსახურების გაწევა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]