ლიკანდოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ლიკანდოსი (ბერძ. Λυκανδός) — ბიზანტიის ციხესიმაგრის და შესაბამისად სამხედრო პროვინციის სახელი. X-XI საუკუნეში ცნობილი იყო როგორც ლიკანდოსის თემი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიკანდოსის ციხესიმაგრე მდებარეობდა ქალაქ ელბისტანის ტერიტორიაზე, სამხრეთ თურქეთში, ანტიტავრის მთებზე. 903 წელს, სომეხი მლეჰი (მელიასი, ბერძნულ წყაროებში) დასახლდა აქ და ჩამოაყალიბა ნახევრად ავტონომიური სამმართველო[1]. ტერიტორია იყო მეტად სტრატეგიული მნიშვნელობის, რომელიც წარმოადგენდა ბიზანტია და მუსლიმური ემირატების დაპირისპირების ზონას, ის ასევე ანატოლიაში[1] ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადასასვლელი იყო. 905 წელს, იმპერატორ ლეონ VI-ის წინააღმდეგ[2], ანდრონიკოს დუკასის წარუმატებელ აჯანყებაში მონაწილეობისთვის, მელიასი და სხვა დანარჩენი სომეხი დიდებულები გააძევეს ბიზანტიიდან. 908 წელს, ლეონმა მელიასი მოიწვია და მას ლიკანდოსის ციხის აღდგენა და დაუსახლებელი[1]შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; არასწორი სახელები, ძალიან ბევრი.; $2.

არაბული წყაროები იუწყებიან, რომ ახალმა პროვინციამ, მნიშვნელოვანი საფრთხის წინ დააყენა მელითენეს საამირო. 909 წელს, ლიკანდოსის ციხეს, არაბები უშედეგოდ დაესხნენ თავს, მათ მხოლოდ უმნიშვნელო, მიმდებარე ტერიტორიების შემოერთება მოახერხეს[2][3]. ხოლო 915 წელს, მელიასის ჯარმა გააპარტახა არაბული ტერიტორიები. ლიკანდოსის მნიშვნელობა და ასევე მეთაურის წარმატებები მალევე იქნა აღიარებული, 916 წელს კი სამხედრო ოლქმა, თემის სტატუსი მიიღო[1][4]. 917 წელს, ლიკანდოსის ჯარმა, ბულგარეთის წინააღმდეგ ახელოოს ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა[5].

X საუკუნეში, თემის ძალებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ბიზანტია-არაბეთის ბრძოლებში, განსაკუთრებით იოან კურკუასის ლაშქრობებში, რომელმაც შეძლო აღმოსავლეთ საზღვრები მდინარე ევფრატამდე გადაეტანა[1][6]. ასევე თემა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა X საუკუნეში არსებულ სამოქალაქო დაპირისპირებებში. 1071 წელს, მანასკერტის ბრძოლის შემდეგ, ტერიტორია თურქ-სელჩუკებმა დაარბიეს. 1108 წელს, იმპერატორმა ალექსი I კომნენოსმა, ტერიტორია ანტიოქიის მართველს ბოემონდ I-ს ოფიციალურად გადასცა[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]