ახელოოს ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ახელოოს ბრძოლა
ბიზანტიურ-ბულგარული ომების ნაწილი
თარიღი 20 აგვისტო, 917
მდებარეობა პომორიე, ბულგარეთი
შედეგი ბულგარელების გამარჯვება
მხარეები
ბულგარეთი ბიზანტიის იმპერიის დროშა ბიზანტიის იმპერია
მეთაურები
სიმეონ I ლეონ ფოკა უფროსი
ძალები
60 000 60 000
დანაკარგები
უცნობია თითქმის მთელი არმია
ახელოოს ბრძოლა ვიკისაწყობში

ახელოოს ბრძოლაბიზანტია-ბულგარეთის ბრძოლა. გაიმართა 917 წლის 20 აგვისტოს მდინარე ახელოოსა და თანამედროვე ქალაქ პომორიეს შორის, ბულგარეთში.

ახელოოს ბრძოლა შუა საუკუნეების ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ბრძოლაა, რომელშიც მონაწილეობდა 120 000-ზე მეტი მეომარი. სიმეონ I-მა მოიპოვა გადამწყვეტი ბრძოლა და გააძლიერა ბულგარეთის ჰეგემონია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში.

913 წელს ხელისუფლებაში ზოიას დაბრუნების შემდეგ კონსტანტინოპოლში ანტიბულგარული განწყობილება გაძლიერდა. მმართველ წრეებს სჯეროდათ, რომ ბულგარეთის სახელმწიფო და მისი ამბიციური მმართველი სიმეონი, საფრთხეს უქმნიდა ბიზანტიის იმპერიას. ზოიამ მიიღო ბულგარელების განადგურების გადაწყვეტილება.

917 წელს ბიზანტიის იმპერიამ ზავი დადო არაბთა სახალიფოსთან, რათა საკუთარი ძალების მობილიზაცია მოეხდინა ბულგარელების წინააღმდეგ. ბიზანტიის დიპლომატია ცდილობდა სიმეონის წინააღმდეგ დიდი კოალიციის შექმნას და მოლაპარაკებებს მართავდა სერბებთან, მადიარებთან და პაჭანიკებთან. სიმეონმა სერბები დაიმორჩილა, ხოლო მადიარები და პაჭანიკები თავის მხარეზე გადაიყვანა.

ბიზანტიის არმიას მეთაურობდა ლეონ ფოკა, ხოლო ფლოტს რომანოზ I ლაკაპენოსი, ხოლო ბულგარეთის არმიას პირადად სიმეონ I.

დაპირისპირებული არმიები მდინარე ახელოოსა და ქალაქ ახელოოს (ამჟამად პომორიე) შორის შეხვდენენ. მძიმე ბრძოლების შედეგად თითქმის ყველა ბიზანტიელი მხედართმთავარი დაიღუპა, ხოლო არმია სრულიად განადგურდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Атанас Пейчев и колектив, 1300 години на стража, Военно издателство, София 1984.
  • Йордан Андреев, Милчо Лалков, Българските ханове и царе, Велико Търново, 1996.
  • Haldon, John (1999). Warfare, State and Society in the Byzantine World, 565–1204. Routledge. ISBN 978-1-85728-495-9. 
  • Haldon, John (2008). The Byzantine Wars. The History Press. 
  • Stephenson, Paul (2004). Byzantium’s Balkan Frontier: A Political Study of the Northern Balkans, 900–1204. Cambridge University Press. ISBN 0-511-03402-4. 
  • Bakalov, Georgi (2003). Том 5 от История на българите: Военна история на българите от древността до наши дни. TRUD Publishers. ISBN 978-954-621-235-1.