შინაარსზე გადასვლა

კურტ ფონ ჰამერშტაინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კურტ ფონ ჰამერშტაინი (მარცხნივ)

ბარონი კურტ გებჰარდ ადოლფ ფილიპ ფონ ჰამერშტაინ-ექუორდი (გერმ. Kurt Gebhard Adolf Philipp Freiherr von Hammerstein-Equord) (დ. 26 სექტემბერი, 1878, ჰინრიხსჰაგენი, მეკლენბურგ-შტრელიცი — გ. 24 აპრილი, 1943, ბერლინი) — გერმანელი სამხედრო მოღვაწე, „ვერმახტის“ გენერალი და „ვიდერშტანდის“ წევრი.

ჰამერშტაინ-ექუორდი სამხედრო ტრადიციების მქონე ოჯახში დაიბადა. 20 წლის ასაკში იგი ლეიტენანტის წოდებით ქვეითთა მე-3 გვარდიულ პოლკში დაიწყო მსახური. პირველ მსოფლიო ომში იგი გენერალურ შტაბში მსახურობდა. 1918–1929 წლებში იგი რაიხსვერში მსახურობდა. 1929 წელს ჰამერშტაინ-ექუორდს გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიენიჭა და დაინიშნა რაიხსვერის სამინისტროში არმიის განყოფილების (იგ. გენშტაბი) შეფად.

1930 წელს რაიხსპრეზიდენტმა პაულ ფონ ჰინდენბურგმა მას ინფანტერიის გენერლის წოდება მიანიჭა და დანიშნა სახმელეთო ჯარების ხელმძღვანელობის შეფად.

ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჰამერშტაინ-ექუორდი ცდილობდა პოლიტიკურად ნეიტრალური რაიხსვერის შენარჩუნებას. მისი ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და 1934 წლის 31 იანვარს მან თანამდებობდა დატოვა. მის ადგილზე დაინიშნა გენერალ-ლეიტენანტი ვერნერ ბარონი ფონ ფრიჩი.

მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ჰამერშტაინ-ექუორდი დაუბრუნდა სამხედრო სამსახურს და 1939 წლის 9 სექტემბერს გენერალ-მაიორის წოდებით «არმიათა განყოფილება „ა“-ს ჩაუდგა სათავეში. ომის ფართო მასშტაბით გავრცელებისათვის ხელი რომ შეეშალა იგი ცდილობდა ფიურერი თავისი არმიების აღლუმზე მიეწვია კიოლნში, იქ დაეპატიმრებინა და მოეკლა. მისი ეს გეგმა აუსრულებელი დარჩა.

იმავე წლის სექტემბერში ჰამერშტაინ-ექუორდი საბოლოოდ დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან, თუმც ვაჭარ ნიკოლაუს-კრისტოფ ფონ ჰალემის საშუალებით „ვიდერშტანდის“ აქტიური წევრი დარჩა. იგი გარდაიცვალა 1943 წელს კიბოს დაავადებით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]