ლუდვიგ ბეკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ლუდვიგ ბეკი

ლუდვიგ აუგუსტ თეოდორ ბეკი (გერმ.: Ludwig August Theodor Beck) (დ. 29 ივნისი 1880, ვისბადენი — გ. 20 ივლისი 1944, ბერლინი) — გერმანელი სამხედრო მოღვაწე, „ვერმახტის“ გენერალ-პოლკოვნიკი, „ვიდერშტანდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 188029 ივნისი: გერმანელ მრეწველ ლუდვიგ ბეკსა და მის მეუღლეს ბერთა დრაუტს (გერმ. Bertha Draudt) შეეძინათ ვაჟი ლუდვიგი.
  • 1898 — სკოლის დამთავრების შემდგომ ლუდვიგ ბეკი პრუსიის არმიაში შევიდა ეფრეიტორის სამხედრო წოდებით.
  • 1899 — მას მიენიჭა ლეიტენანტის წოდება.
  • 1908 1911 — სწავლობდა ბერლინის სამხედრო აკადემიაში.
  • 1913 — ბეკს მიენიჭა კაპიტნის წოდება და გადაყვანილ იქნა დიდ გენერალურ შტაბში სამუშაოდ.
  • 1914–1918პირველი მსოფლიო ომის დროს იგი დასავლეთის ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთებზე გენშტაბის ოფიცრად მსახურობდა.
  • 1916 — ლუდვიგ ბეკმა იქორწინა ამალი პაგენშტეხერზე (გერმ. Amalie Pagenstecher), რომელიც ქორწინებიდან ერთი წლის შემდგომ მოულოდნელად გარდაიცვალა.
  • 1918 — მიენიჭა მაიოორის სამხედრო წოდება.
  • 1919 — ლუდვიგ ბეკი შევიდა „რაიხსვერში“, რომელშიც გენერლის წოდებამდე იმსახურა.
  • 1933 — დანიშნულ იქნა რაიხსვერის სამინისტროს ჯარების განყოფილების უფროსად.
  • 1935 — დაწინაურებულ იქნა ახლადჩამოყალიბებულ „ვერმახტში“ „ჰეერის“ გენშტაბის შეფის თანამდებობაზე. იმავე წელს მიენიჭა არტილერიის გენერლის სამხედრო წოდება.
  • 1937 — თავის მემორანდუმში გააკრიტიკა ჰიტლერის ჩეხოსლოვაკიაზე თავდასხმის გეგმა. იგი ქვეყნის დაპყრობას არ გამორიცხავდა, მაგრამ ამას 1940 წლამდე მიზანშეუწონლად მიიჩნევდა.
  • 1938თებერვალიფრიჩ-ბლომბერგის სკანდალის შემდგომ მან ჰიტლერის დაპყრობითი გეგმების ჩაშლის მიზნით გენშტაბის გენერლების მობილიზირებას მოახდიანა.
აგვისტო — ჩეხოსლოვაკიის დაპყრობის გეგმის ჩაშლისა და ომის დაწყების შემთხვევაში ბეკის გეგმა ითვალისწინებდა ჰიტლერის ძალაუფლებიდან ჩამოშორებას. მიუნხენის შეთანხმებამ პუტჩის გეგმა ჩაშალა. ლუდვიგ ბეკი თანამდებობიდან გადადგა და პენსიაზე გავიდა.
  • 19391944 — ბეკი ძირითადად დაკავებული იყო ჰიტლერის ხელისუფლების მოწინააღმდეგე ელემენტების კონსოლიდაციის საქმით. კარლ ფრიდრიხ გიორდელერთან ერთად იგი „ვიდერშტანდის“ მეთაური გახდა და ჰიტლერზე პუტჩის რამდენიმე გეგმა შეიმუშავა.
  • 194420 ივლისი: პიტლერზე მოწყობილი წარუმატებელი პუტჩის შემდგომ ბოკის მიერ ორგანიზირებული სახლემწიფო გადატრიალების მცდელობა ასევე წარუმატებლად დასრულდა. იგი დაპატიმრებულ იქნა „ვერმახტის“ ჯარისკეცების მიერ. თვითკვლელობის ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ლუდვიგ ბეკი «ვერმახტის» ერთ-ერთი ფელდვებელის მიერ იქნა მოკლული.