შინაარსზე გადასვლა

რაიხსპრეზიდენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაიხსპრეზიდენტის რეზიდენცია

რაიხსპრეზიდენტი (გერმ. Reichspräsident) — გერმანიის მეთაური და პირველი პირი 1919-1934 წლებში ვაიმარის რესპუბლიკის დროს. მცირე ხნით წოდება აღდგენილ იქნა 1945 წელს. ვაიმარის კონსტიტუციის მიხედვით რაიხსპრეზიდენტი ირჩეოდა 7 წლით საყოველთაო და პირდაპირი არჩევნებით. იგი ნიშნავდა რაიხსკანცლერს. რაიხსპრეზიდენტს უფლება ჰქონდა დაეთხოვა რაიხსტაგი.

პოსტი გაუქმდა ნაციონალ-სოციალისტების მიერ 1934 წელს მას შემდეგ რაც პრეზიდენტი ჰინდენბურგი გარდაიცვალა და აღდგენილ იქნა მესამე რაიხის არსებობის ბოლო დღეებში 1945 წელს, როდესაც მცირე ხნით კარლ დენიცი გახდა რაიხსპრეზიდენტი.

პირველი რაიხსპრეზიდენტი იყო ფრიდრიხ ებერტი.

# სურათი სახელი
(დაიბადა-გარდაიცვალა)
პოსტზე მოსვლა პოსტიდან წასვლა პარტია
1ფრიდრიხ ებერტი
(1871-1925)
11 თებერვალი 191928 თებერვალი 1925
(გარდაიცვალა თანამდებობაზე)
გსდპ
2პაულ ფონ ჰინდენბურგი
(1847-1934)
12 მაისი 19252 აგვისტო 1934
(გარდაიცვალა თანამდებობაზე)
უპარტიო
3ადოლფ ჰიტლერი
(1889-1945)
(ფიურერი და რაიხსკანცლერი)
2 აგვისტო 193430 აპრილი 1945
(თვითმკვლელობა)
ნსდაპ
4კარლ დენიცი
(1891-1980)
30 აპრილი 194523 მაისი 1945
(დააკავეს; თანამდებობა გაუქმდა)
ნსდაპ