შინაარსზე გადასვლა

კოლომენსკოე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოლომენსკოეს ამაღლების თეთრი ეკლესია
სტატუსი რუსეთის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი[1]
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები რუსეთის დროშა რუსეთი | ქვეყნის დროშა2 | name = რუსეთის დროშა რუსეთი | variant = | size =

}}
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii
რეგიონი ევროპა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1994  (მე-18 სესია)
ნომერი 634
Map
http://www.mgomz.ru/

კოლომენსკოე (რუს. Коломенское) — ყოფილი სამეფო მამული რუსეთში, მოსკოვის ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრით ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ კოლომნისკენ მიმავალ უძველეს გზაზე. პეიზაჟური არეალი, რომელიც მდინარე მოსკოვის სტეპებს გადაჰყურებს, 1960-იან წლებში ქალაქ მოსკოვის შემადგენლობაში შევიდა.

კოლომენსკოეს ამაღლების თეთრი ეკლესია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი კოლომენსკოე პირველად მოხსენიებულია 1339 წელს, ივანე I-ის ანდერძში. დროის მსვლელობასთან ერთად, სოფელი განვითარდა და ის მოსკოვის დიდი სამთავროს უფლისწულების საყვარელი ადგილი გახდა. ჩვენამდე მოღწეულ უძველეს ნაგებობას წარმოადგენს თეთრი ქვით ნაგები ამაღლების ეკლესია, რომელიც 1532 წელს, ტახტის მემკვიდრის, მომავალი მეფე ივანე მრისხანის დაბადების ზეიმის აღსანიშნავად ააგეს. სრულიად განსხვავებული, არაკანონიკური თეთრი ეკლესია, იმ დროსიათვის ნამდვილი გარღვევა იყო, რადგან ის ბიზანტიური ტრადიციებით აშენდა.

ეკლესიას ზემოდან ჯვრის ფორმა აქვს. ვიწრო პილასტრები, ისრისებური ფანჯრის ჩარჩოები, საკმაოდ რიტმული კიბის პასაჟები და ღია გალერეები ხაზს უსვამენ რუსული არქიტექტურის შედევრის დინამიურ ტენდენციას. მიჩნეულია, რომ მთლიანობაში ვერტიკალური კომპოზიცია, ნასესხებია ჩრდილოეთ რუსეთის ხის ეკლესიებისგან.

1994 წელს, აღიარა რა კაცობრიობის თვალსაჩინო ფასეულობის ნიმუშად, იუნესკომ კოლომენსკოეს ამაღლების თეთრი ეკლესია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 634
ინგლ.რუს.ფრ.
  1. Постановление Совета Министров РСФСР № 1327 от 30.08.1960