შინაარსზე გადასვლა

გაგიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაგიკი
კახეთის ქორეპისკოპოსი
მმართ. დასაწყისი: 1037
მმართ. დასასრული: 1058
წინამორბედი: კვირიკე III
მემკვიდრე: აღსართან I
გარდ. თარიღი: 1058
მამა: დავით უმიწაწყლო

გაგიკიკახეთ-ჰერეთის მეფე (დაახლოებით 1039-1058 წწ.), დავით უმიწაწყლოს შვილი, კვირიკე III დიდის დისწული და შვილობილი. 1039-1040 წწ. გაგიკი საქართველოს მეფე ბაგრატ IV-ს ეხმარებოდა თბილისისათვის ბრძოლაში, შემდეგ კი ებრძოდა ბაგრატ IV-ს, რომელიც კახეთ-ჰერეთის დაპყრობას ცდილობდა. ბრძოლა მოხდა მიქელ-გაბრიელის მთასთან (მისი მდებარეობა დაუდგენელია). გაგიკი დამარცხდა. ბაგრატმა დაატყვევა კახეთ-ჰერეთის ერისთავები, გადავიდა თიანეთში და გადაწვა ბოდოჯის სასახლე. კახეთ-ჰერეთის სამეფომ დაკარგა ჰერეთი, რომელიც შემდეგში ხან გაგიკის ხელში იყო, ხან კი ბაგრატისა. 1044-1045წწ. გაგიკი ბაგრატ IV-ის მოწინააღმდეგე ლიპარიტ ბაღვაშის მოკავშირე გახდა. დაახლოებით 1045-1046 წლებში, როდესაც ბაგრატ IV თბილისში შევიდა და ისნის გასათავისუფლებლად იბრძოდა, გაგიკი მის მხარეზე გადავიდა, მაგრამ მალე (1046-1047 წწ.), როდესაც ლიპარიტი კვლავ განუდგა საქართველოს მეფეს, გაგიკმა ისევ ლიპარიტის მხარე დაიჭირა. ასეთი მოქნილი პოლიტიკის წყალობით, გაგიკმა მოახერხა კახეთ-ჰერეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობის შენარჩუნება.

წინამორბედი:
კვირიკე III
კახეთის ქორეპისკოპოსი
1037 - 1058
შემდეგი:
აღსართან I