ვაჩე (კახეთის მთავარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვაჩე.
ვაჩე
კახეთის ქორეპისკოპოსი
მმართ. დასაწყისი: 827
მმართ. დასასრული: 839
წინამორბედი: გრიგოლი
მემკვიდრე: სამოელ დონაური
გარდ. თარიღი: 839
დინასტია: ქორეპისკოპოსი

ვაჩე ან დაჩი — კახეთის მთავარი (ქორეპისკოპოსი) 827—839 წწ. ვაჩე უნდა იყოს „მატიანე ქართლისაჲში“ მოხსენიებული დაჩი ქორეპისკოპოსი (იოვანე ქვაბულის ძის, რაჭველი აზნაურის შვილი). მისი მმართველობის დასრულების შემდეგ კახეთის სამთავროში გარკვეული უპირატესობა მოიპოვა გარდაბნელთა ტომმა.

827 წელს კახეთის მთავრის გრიგოლის გარდაცვალების შემდეგ, მათ შეთქმულება მოაწყვეს, ხელში ჩაიგდეს კახეთ-კუხეთ-გარდაბნის ხელისუფლება და ვაჩე გაამთავრეს, თუმცა, უცნობია, რატომ აირჩიეს რაჭველი აზნაურის შვილი.

ვაჩე ქორეპისკოპოსის დროს კახეთში ადგილი ჰქონდა არაბთა შემოსევას ხალიდ იბნ-იაზიდის ხელმძღვანელობით. როგორც ჩანს, სახალიფო დიდად შეაშფოთა კავკასიაში განმათავისუფლებელი ტენდენციების გაძლიერებამ. არაბთა ეს შემოსევა მათი შერყეული მდგომარეობის განმტკიცებისა და კახეთის გაძლიერებისა და ტერიტორიული გაფართოების წინააღმდეგ იყო მიმართული.

829-830 წლებში ხალიდმა მოახერხა კახეთის დამორჩილება, აიღო ხარკი და უკან გაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ ხარკი 3 000 ფაშატისა და 20 000 ცხვრისაგან შედგებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პაპუაშვილი თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 332, თბ., 1979 წელი.
  • მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი - „საქართველოს მეფეები“ 2007 წ.
წინამორბედი:
გრიგოლი
კახეთის ქორეპისკოპოსი
827 - 839
შემდეგი:
სამოელ დონაური