ფადლა II
| ფადლა II | |
|---|---|
| კახეთის ქორეპისკოპოსი | |
| მმართ. დასაწყისი: | 918 |
| მმართ. დასასრული: | 939 |
| წინამორბედი: | კვირიკე I |
| მემკვიდრე: | კვირიკე II |
| გარდ. თარიღი: | 929 |
ფადლა II — კახეთის მთავარი (ქორეპისკოპოსი) 918-929 წწ. ეკუთვნოდა არევმანელთა[1] საგვარეულოს. ფადლა II-მ კახეთის სამთავროს დასავლეთ საზღვარზე ააგო ციხე ლოწობანი. მის დროს კახეთის სამთავროს შემოესია „საჯთა“ სახლიდან გამოსული ერთ-ერთი არაბი ამირა. კახეთის სამთავროს გარეპოლიტიკური ვითარების გართულებით ისარგებლა ჰერეთის მთავარმა ადარნასე პატრიკმა და უკნა დაიბრუნა კახთა ქორეპისკოპოსის კვირიკე I-ისა და აფხაზთა მეფის კონსტანტინე III-ის მიერ მიტაცებული ჰერეთის ტერიტორიები (არიში, გავაზანი და ორჭობი). 922 წელს ფადლა II დაეხმარა სომხეთის მეფეს აშოტ II ერკათს მეამბოხე უტის მოსეს წინააღმდეგ ბრძოლაში, თავისი მმართველობის ბოლო წლებში კი — აფხაზეთის მეფე გიორგი II-ს კონსტანტინე ბატონიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში.
წყარო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგნ.:ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973;
- მატიანე ქართლისა, იქვე, ტ. 1, თბ., 1955
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პაპუაშვილი თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 207.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| წინამორბედი: კვირიკე I |
კახეთის ქორეპისკოპოსი 918 - 929 |
შემდეგი: კვირიკე II |
| |||||