ფადლა I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფადლა I
კახეთის ქორეპისკოპოსი
მმართ. დასაწყისი: 881
მმართ. დასასრული: 893
წინამორბედი: გაბრიელი
მემკვიდრე: კვირიკე I
გარდ. თარიღი: 893
დინასტია: არევმანელები

ფადლა I — კახეთის მთავარი (ქორეპისკოპოსი) 881-892 წწ. ეკუთვნოდა არევმანელთა საგვარეულოს[1]. ფიქრობენ, რომ კახეთის მთავრის გრიგოლის შთამომავალი იყო. „მატიანე ქართლისაჲს“ ცნობით, ფადლა I-ს პოლიტიკური ძალაუფლება ბრძოლით მოუპოვებია. გაუმარჯვებია დონაურებთან დინასტიურ ბრძოლაში. დონაურების მიერ სამთავრო ტახტის დაკარგვას გარდაბნელების განდგომა მოჰყოლია. ფადლა I-ს დაუმორჩილებია გარდაბნელები და თვით გარდაბანიც თავისი სამთავროსთვის შეუერთებია. "მატიანე ქართლისაჲს" ავტორის დახასიათებით, ფადლა I ყოფილა „კაცი ბრძენი და საქმის მეცნიერი“.

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგნ.:ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973;
  • მატიანე ქართლისა, იქვე, ტ. 1, თბ., 1955

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
გაბრიელი
კახეთის ქორეპისკოპოსი
881 - 893
შემდეგი:
კვირიკე I