ვასილი II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვასილი II
Василий II Тёмный
Vasil2b.gif
მოსკოვის დიდი მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1425
მმართ. დასასრული: 1462
წინამორბედი: ვასილი I
მემკვიდრე: ივანე III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1415 მარტი, 10
დაბ. ადგილი: მოსკოვი
გარდ. თარიღი: 27 მარტი 1462 (47 წლის)
გარდ. ადგილი: მოსკოვი
მეუღლე: მარია იაროსლავნა
შვილები: ივანე III
ანა
ანდრეი დიდი
დინასტია: რიურიკები
მამა: ვასილი I
დედა: მარია ბოროვსკი

ვასილი II ვასილის ძე (რუს. Василий II Тёмный; 10 მარტი, 141527 მარტი, 1462). მოსკოვის დიდი მთავარი 1425-1462 წლებში. ვასილი I-ის და მარია ბოროვსკის შვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვასილის დროს ატყდა ხანგრძლივი შიდაფეოდალური ომი. მას ებრძოდნენ ბიძა, გალიჩის მთავარი იური დიმიტრის ძე და მისი შვილები ვასილი ელამი და დიმიტრი შემიაკა, რომელთაც მხარს უჭერდა ნოვგოროდი და, ერთხანს, ტვერიც. დიდი მთავრის ტახტი რამდენჯერმე გადავიდა ხელიდან ხელში. 1446 წელს დიმიტრი შემიაკამ დააბრმავა ვასილი, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება მაინც ამ უკანასკნელს დარჩა. ვასილიმ გააუქმა თითქმის ყველა წვრილი საუფლისწულო მოსკოვის სამთავროში და განამტკიცა დიდი მთავრის ხელისუფლება. მისი ბრძანებით მიტროპოლიტად აირჩიეს რუსი ეპისკოპოსი იონა (1448), რაც მოასწავებდა რუსეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას კონსტანტინოპოლის პატრიარქისგან და მოსკოვის სამთავროს საერთაშორისო მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვასილი II
წინამორბედი:
ვასილი I
Coat of Arms of Moscow.svg
მოსკოვის დიდი მთავარი

1425—1462
შემდეგი:
ივანე III