ოკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოკა

ოკა
სათავე შუა რუსეთის მაღლობი
52°21′54″ ჩ. გ. 36°13′09″ ა. გ. / 52.36500° ჩ. გ. 36.21917° ა. გ. / 52.36500; 36.21917
შესართავი 56°19′55″ ჩ. გ. 43°58′53″ ა. გ. / 56.33194° ჩ. გ. 43.98139° ა. გ. / 56.33194; 43.98139
სიგრძე 1500 კმ
აუზის ფართობი 245000 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 18,8 მ³/წმ
ოკა — რუსეთი
ოკა
ოკა
— სათავე, — შესართავი
ოკა ვიკისაწყობში

ოკა (რუს. Ока) — მდინარე რუსეთის ევროპულ ნაწილში, ვოლგის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 1500 კმ, აუზის ფართობი 245 ათასი კმ². სათავე აქვს შუა რუსეთის მაღლობის ცენტრალურ ნაწილში. მიედინება განიერ ხეობაში, ჩრდილოეთიდან უვლის ჩრდილოეთ რუსეთის მაღლობს, ქვემოთში გადის მეშჩორაზე. მურომთან ჭალის სიგანე 20 კმ აღწევს. კალაპოტი დაკლაკნილია. ოკის მთავარი შენაკადებია: მარცხენა — უგრა, ნარა, მოსკოვი, კლიაზმა; მარჯვენა — უპა, პრონია, მოქშა და სხვა. ოკა შერეული საზრდოობის მდინარეა. აპრილ-მაისში ოკამ წყალდიდობა იცის ზემოთში, შემოდგომაზე — წვიმით გამოწვეული წყალმოვარნდები. იყინება ზემოთში ნოემბერ-იანვრის დასაწყისში, ქვემოთში — ოქტომბერ-დეკემბერში. ყინულძვრა ზემოთში მარტ-აპრილშია, ქვემოთში — მაისის დასაწყისამდე. სანაოსნოა ქალაქ ჩეკალინიდან (1200 კმ). რიაზანს ზემოთ ოკა დარაბვულია.

ოკის ნაპირზეა ქალაქები: ორიოლი, კალუგა, სერპუხოვი, კაშირა, კოლომნა, რიაზანი, პავლოვი და სხვა. წყლის საშუალო ხარჯი ორიოლთან 18,8 მ³/წმ, შესართავთან — 1300 მ³/წმ, მაქსიმალური — შესაბამისად 2100 მ³/წმ და 20000 მ³/წმ.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ოკა&oldid=4193233“-დან