საეკლესიო მუსიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

საეკლესიო მუსიკა — ქრისტიანული საეკლესიო ღვთისმსახურების თანმხლები მუსიკა. საფუძვლად უდევს რელიგიური ხასიათის ტექსტები:

მართლმადიდებლურმა, კათოლიკურმა, პროტესტანტულმა და სხვა ქრისტიანულმა ეკლესიებმა ლიტურგიკის მუზიცირების თავისებური ფორმები შეიმუშავეს. თავის მხრივ მართლმადიდებლური ლიტურგიკაც (იმის მიხედვით, თუ რომელ ავტოკეფალიას ექვემდებარება) სხვადასხვაგვარია, მაგ., ანტიოქიური, ბერძნული, სერბული, ბულგარული, ქართული, რუსული და სხვა ცალკეულ ერებში ლიტურგიკამ და მასთან დაკავშირებულმა მუსიკამაც გარკვეული ცვლილებები განიცადა. შუა საუკუნეების საქართველოში გავრცელებული იყო კანონიკური გალობა, ხოლო XVI-XVIII საუკუნეებიდან შემოიღეს ახალი სახის — ჭრელებზე აგებული საგალობო სისტემა. ქართული კანონიკური საგალობლები ძირითადად ბერძნულ სისტემას ემყარებოდა, ხოლო ჭრელების სისტემის საფუძველს კი მრავალხმიანობა და ქართული ხალხური მუსიკა შეადგენდა.

კათოლიკური სასულიერო მუსიკის საფუძველი გრიგორიანული ქორალია (ლათინურ ენაზე), რომელიც სრულდებოდა შემდეგი მუსიკალური ფორმებით: ორგანუმი, მოტეტი, მადრიგალი, ფსალმუნები, ჰიმნები, მესა, რეკვიემი, მაგნიფიკატი, ტედეუმი და სხვა. გალობენ პროფესიონალი მომღრლები საკრავის თანხლების გარეშე (a cappella), ან გუნდი საკრავების ანსამბლთან თუ ორგანთან ერთად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]