ალექსანდრე მაკედონელის ომები — ალექსანდრე მაკედონელის მიერ გადახდილი ბრძოლები ძვ. წ. 340 წლიდან ძვ. წ. 325 წლამდე. სტატიაში წარმოდგენილია ამ ბრძოლების ქრონოლოგიური ჩამონათვალი, მამის ფილიპე მაკედონელის სიცოცხლეში გადახდილი ბრძოლების ჩათვლით.
16 წლის ასაკში ალექსანდრემ ჩაახშო თრაკიული ტომების, მედების აჯანყება, რომლებიც მაკედონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვართან ცხოვრებდნენ. ამ დროს მამამისი ფილიპე ბოსფორში ბიზანტიელებს ებრძოდა.
ცენტრალურ საბერძნეთში, ათენის, თებესა და სხვა ელინური ქალაქების გაერთიანებული ძალები დაამარცხა ფილიპე მაკედონელმა. 18 წლის ალექსანდრე ხელმძღვანელობდა მაკედონური არმიის მარცხენა ფლანგს. ბრძოლის შემდეგ საბერძნეთმა აღიარა მაკედონიის ხელისუფლება.
ალექსანდრე მაკედონელის პირველი ლაშქრობა მეფის ამპლუაში. ბალკანეთში საბრძოლო მოქმედებების დროს მდინარე ისტრამდე დაამარცხა მტელი რიგი ამბოხებული ტომები (ტრიბალები, პეონები, გეტები და სხვ.).
ალექსანდრემ დაამარცხა სპარსელი სატრაპების ჯარი მდინარე გრანიკოსთან მცირე აზიაში, ლეგენდარულ ტროასთან ახლოს. ბრძოლის შემდეგ მთელი მცირე აზია დაემორჩილა ალექსანდრე მაკედონელის ხელისუფლებას.
კარიის დედაქალაქის, ჰალიკარნასის ალყა და შტურმი, მცირე აზია. ბრძოლაში დაიღუპა ბევრი ჯარისკაცი, მაგრამ სპარსელები გაიქცნენ ზღვიდან. ალექსანდრეს ბრძანებით მოსახლეობისაგან დაცლილი ჰალიკარნასი დანგრიეს.
დაამარცხა დარიოს III-ის არმია კილიკიაში (მცირე აზია). ალექსანდრე ბრძოლის დროს დაიჭრა ბარძაყში. დარიოსი გიქცა, ალექსანდრემ შეუფერხებლად გააგრძელა აზიის დაპყრობა.
ფინიკიის ქალაქ ტვიროსის შვიდთვიანი ალყა და შტურმით აღება. სპარსეთის იმპერიამ დაკარგა საზღვაო ფლოტი, ისევე როგორც ყველა ზღვისპირა ბაზა და ქალაქი დაექვემდებარა ალექსანდრეს ხელისუფლებას.
გადამწყვეტი ბრძოლა, რომლის შემდეგაც აქემენიდების იმპერიამ შეწყვიტა არსებობა. სპარსეთის მეფე დარიოს III-ის ჯარი ალექსანდრემ გაანადგურა მდინარე ევფრატთან თანამედროვე ერაყის ქურთისტანში. დარიოსი გაიქცა, მაგრამ მალევე მოკლა მისმა სატრაპმა.
ბრძოლა სოგდიანასა და ბაქტრიაში ადგილობრიივი აჯანყებულების წინააღმდეგ. ბრძოლა ატარებდა ლოკალურ ხასიათს. ადგილობრივ მმართველებს პარტიზანების დახმარებით სურდათ დამოუკიდებლობის მოპოვება. აჯანყების ლიდერების დამარცხებისა და ციხესიმაგრეების დაპყრობის შემდეგ ადგილობრივი დიდებულების წინააღმდეგობა შემცირდა.
ბრძოლა ინდოეთის მეფე პორომთან მდინარე ჰიდასპეს (მდინარე ინდის შენაკადი) მიმდებარედ. მაკედონელებმა პირველად იბრძოლეს სპილოებთან და განიცადეს დიდი დანაკარგი, რის შემდეგაც ალექსანდრემ უარი განაცხადა აღმოსავლეთით ბრძოლის გაგრძელებაზე მდინარეგანგისაკენ.
ბრძოლა ინდისა და განგის ხეობაში მცხოვრებ ტომებთან. აღმოსავლეთით ლაშქრობის გაგრძელება შეუძლებელი იყო, ალექსანდრე დაბრუნდა სპარსეთში ახალი მიწების გავლით, სადაც მას შეუერთდა ადგილობრივი მოსახლეობა. ბრძოლის დროს ალექსანდრე მძიმე დაიჭრა მკერდის არეში, სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.