რუფუს კვინტუს კურციუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რუფუს კვინტუს კურციუსი (ლათ. Quintus Curtius Rufus) — I საუკუნის ძველი რომაელი ისტორიკოსი და რიტორი. ეკუთვნის ნაშრომი „ალექსანდრე მაკედონელის ისტორია“ 10 წიგნად. პირველი 2 წიგნი დაკარგულია, III-X წიგნები მოიცავს პერიოდს ძვ. წ. 333 წლიდან ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილამდე. კურციუსის ეს ნაშრომი ეყრდნობა ალექსანდრე მაკედონელის მოღვაწეობისადმი მტრულად განწყობილ ისტორიულ თხზულებებს, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]