შინაარსზე გადასვლა

ეზრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ეზრა (მრავალმნიშვნელოვნება).
მღვდელი ეზრა და ურიელ მთავარანგელოზი

ეზრა (ებრ. עֶזְרָא), ეზდრა (ბერძ. Έσδράς) — ძველი აღთქმის რამდენიმე წიგნში (ნეშტთა, ეზრასა და ნეემისა) მოხსენიებული ბაბილონელი ებრაელი მღვდელი, რომელიც არტაქსერქსე I-ის ნებართვით ძვ. წ. 458 წელს ბაბილონიდან იუდეაში დაბრუნებულა. ეზრამ იუდეის მმართველ ნეემიასთან ერთად მრავალი რელიგიური და ადმინისტრაციული რეფორმა გაატარა. ეზრას ძველი აღთქმის წიგნების ებრაული ტექსტის დადგენა-კანონიზაცია განუხორციელებია. ეზრას მიერ გამოცემული ერთ-ერთი დეკრეტი კრძალავდა იუდეველთა ქორწინებას სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან. იგი ცდილობდა იუდეაში თეოკრატიული რეჟიმი დემყარებინა.

არსებობს ეზრას აპოკრიფული წიგნები („წიგნი ეზრა ზორაბაბელისა“, ანუ „წიგნი მეორე ეზდრასი“ და წიგნი ეზრა სუთიელისა“, ანუ „წიგნი მესამე ეზდრასი“; გამოცემული ც. ქურციკიძის მიერ: ძველი აღთქმის აპოკრიფების ქართული ვერსიები, I, თბ., 1970, გვ. 13-109, 320-414).

  • გაბიძაშვილი ე., საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბილისი, 2007.  გვ. 292, ISBN 978-99940-69-47-7.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ეზრა&oldid=5338671“-დან