ინტიფადა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ინტიფადა (არაბ.: انتفاضة‎ - "აჯანყება")— არაბთა განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავს ტერიტორიებს განთავისუფლებას ან მმართველობის წინააღმდეგ აჯანყებას.

ამჟამად, სიტყვა "ინტიფადა" ყველაზე ხშირად გაგებულია, როგორც პალესტინელი არაბების შეიარაღებული ბრძოლა დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში ისრაელის წინააღმდეგ (საიდანაც ისრაელი მთლიანად გავიდა 2005 წელს). ინტიფადა არაბეთ-ისრაელის კონფლიქტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია 1980-იანი წლების მეორე ნახევრიდან დღემდე.[1][2][3][4]

ერაყი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინტიფადა შააბანია (1991)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წლის შიიტების აჯანყება სადამ ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ ცნობილია  „ინტიფადა შააბანია“-ს სახელწოდებით.

2004[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წელს რადიკალმა შიიტმა ლიდერმა მუკტადა ალ-სადრმა ორგანიზება გაუწია მისი მიმდევრების აჯანყებას ერაყში აშშ-ს შეჭრის წინააღმდეგ, რომელსაც მან ”ერაყის ინტიფადა” უწოდა.

სხვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინტიფადას უწოდებენ ერაყში სუნიტების მასობრივ დემონსტრაციებს პროამერიკული შიიტური დიქტატურის წინააღმდეგ.

ესპანური საჰარა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინტიფადა ზემლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინტიფადა ზემლა (ან აჯანყება ზემლა) —ეს სახელი გამოიყენებოდა 1970 წლის 17 ივნისის არეულობების აღსანიშნავად, რომლის კულმინაცია იყო  ესპანეთის ლეგიონის მიერ  ზემლაში, ესპანეთის საჰარაში (ამჟამად დასავლეთ საჰარა), ელ -აიუნის მხარეში, მოწყობილი ხოცვა-ჟლეტა.

ლიბანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიბანის ინტიფადა (2011)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის ლიბანის ბუნტი, იგივე ლიბანის ინტიფადა —  მოვლენები, რომლებიც მოხდა ლიბანში არაბული გაზაფხულის გავლენით. მომიტინგეების ძირითადი მოთხოვნა დავიდა ლიბანში კონფესიონალიზმის პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკური რეფორმებზე. საპროტესტო გამოსვლები 2011 წლის დასაწყისში დაიწყო და წლის ბოლოსთვის თითქმის დასრულდა.[5]

პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ინტიფადა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1987 წლის 9 დეკემბერი ითვლება პირველი ინტიფადას დასაწყისად. ამ ინტიფადას ზოგჯერ "ქვების ომს" უწოდებენ, რადგან ომის დასაწყისში პალესტინელები ძირითადად იყენებდნენ ქვებს და თვითნაკეთ იარაღებს ისრაელის წინააღმდეგ. ინტიფადა ოფიციალურად დასრულდა ისრაელსა და პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციას შორის ოსლოს შეთანხმების ხელმოწერით (1993 წლის აგვისტო), რის შედეგადაც 1994 წელს შეიქმნა პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია.

ინტიფადას დასაწყისიდან ოსლოს შეთანხმების ხელმოწერამდე მოკლეს 111 ისრაელელი ("ბეცელემი" ) და 2000-ზე მეტი პალესტინელი; მათგან 1100-მდე მოკლულები იყვნენ ისრაელელების მიერ და 1000— შიდა კონფლიქტის შედეგად (Palestinian Human Rights Monitoring Group-პალესტინის ადამიანის უფლებათა დამკვირვებელი ჯგუფი).[6][7][8]

მეორე ინტიფადა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიწყო 2000 წლის სექტემბერში.

მრავალი წყარო მიიჩნევს, რომ ინტიფადას დაწყების უშუალო მიზეზი იყო არიელ შარონის ვიზიტი იერუსალიმის ტაძრის მთაზე, რომელიც ისრაელის ხელმძღვანელობამ ლეგიტიმურ ქმედებად შეაფასა, რადგან სამშვიდობო შეთანხმებების თანახმად ის ღია იყო ყველა რელიგიის მორწმუნეებისთვის. ამასთან დაკავშირებით მეორე ინტიფადა ასევე ცნობილია როგორც "ინტიფადა ალ-აქსა" (ტაძრის მთაზე მდებარე მეჩეთის სახელის მიხედვით). როდესაც თავად შარონი დაბრუნდა, მან ჟურნალისტებს განუცხადა: ”მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად შეგვიძლია შენება და განვითარება. ეს იყო მშვიდობიანი ვიზიტი. არის ეს წაქეზება, როდესაც ისრაელელი ებრაელები მოდიან ებრაელი ხალხის სალოცავში? " შარონს სურდა დაემტკიცებინა ისრაელელი ებრაელების ტაძრის მთაზე სტუმრობის უფლება.

შარონის ტაძრის მთაზე ვიზიტის შემდეგ პალესტინელებს შორის არეულობა დაიწყო, რის შედეგადაც ქვები ისროლეს დასავლეთის კედლის მიმართულებით.  ისრაელის პოლიციამ საპასუხოდ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. დაშავდა 25 პოლიციელი და 3 პალესტინელი. ამავდროულად, შარონის ტაძრის მთაზე ვიზიტის წინა დღესაც კი, ისრაელის მესაზღვრე სასიკვდილოდ დაიჭრა ტერაქტის შედეგად ნეცარიმის გზაჯვარედინზე.

R. Baroud (International Socialist Review) ირწმუნება, რომ ისრაელის მიზანი იყო ინტიფადის პროვოცირება სამშვიდობო პროცესის დასრულების მიზნით.

რიგი სხვა წყაროების აზრით, ინტიფადას დასაწყისი იასერ არაფატის გადაწყვეტილება იყო, რომელმაც წინასწარ დაიწყო ამისათვის მზადება (იხ. Al-Aqsa Intifada # მოსაზრებები ინტიფადას დაწყების მიზეზების შესახებ).

2000 წლის დეკემბერში იმად ფალონიმ, იმ დროს PA კომუნიკაციების მინისტრმა თქვა, რომ ”ინტიფადა წინასწარ იყო დაგეგმილი არაფატის დაბრუნების შემდეგ ივლისში, შარონის ვიზიტამდე დიდი ხნით ადრე”. 2000 წლის სექტემბერში ჰამასის ლიდერმა მაჰმუდ ალ-ზაჰარამ ასევე განაცხადა, რომ როდესაც არაფატი 2000 წელს მიხვდა, რომ კემპ დევიდის შეთანხმებით ვერ შესრულდა მისი მოთხოვნები,  ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა ჰამასი, ფათჰი, ალ-აქსას წამებულთა ბრიგადები, უბრძანა ისრაელის წინააღმდეგ "სამხედრო ოპერაციები"  დაეწყოთ.

ფათჰის ლიდერმა მარუან ბარღუტიმ აღწერა მისი როლი ინტიფადაში: "მე ვიცოდი, რომ სექტემბრის ბოლოს დემონსტრაციების ბოლო თარიღი იყო, მაგრამ როდესაც შარონი ალ-აქსას მეჩეთში ავიდა, მივხვდი, რომ ეს იყო  ყველაზე შესაფერისი მომენტი ინტიფადას დასაწყებად  ... შეუძლებელი იყო, რომ შარონი ალ-ჰარამ ალ-შარიფში მისულიყო და, მშვიდობიანად წამოსულიყო ... ვცადეთ შეტაკებების მოწყობა. ჩვენ ხელს გვიშლიდა ის უთანხმოება, რომელიც იმ დროს სხვა ფრაქციებთან წარმოიშვა ... როდესაც შარონი წავიდა, მე დავრჩი და კიდევ ორი ​​საათის განმავლობაში განვიხილეთ, თუ როგორი რეაგირება უნდა მოგვეხდინა არა მხოლოდ იერუსალიმში, არამედ სხვა ქალაქებში.“..[9][10][11]

ისრაელისა და პალესტინის დანაკარგები მეორე ინტიფადას პერიოდში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვადასხვა წყაროში მეორე ინტიფადის პერიოდში  ისრაელისა და პალესტინელების დანაკარგების მონაცემები არ ემთხვევა. აქ მოცემულია ჰერცლის კვლევით ცენტრთან არსებული  ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები: ბრძოლებისა და შეტაკებების დროს დაიღუპა 1450 პალესტინელი და 525 ისრაელელი. ამ რიცხვში შედიან ბოევიკები, სამოქალაქო პირები, თვითმკვლელები, მათი მსხვერპლი, პალესტინელი "კოლაბორაციონისტები", რომლებიც პალესტინელი ბოევიკების მიერ  ეჭვმიტანილები არიან ისრაელთან თანამშრომლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელელების სიკვდილიანობა სამჯერ ნაკლებია, ისრაელის სამოქალაქო მსხვერპლის რიცხვი მთლიანი რაოდენობის 40% -ს შეადგენს.

დაღუპული პალესტინელი  მოქალაქეების დიდი უმრავლესობა ახალგაზრდა მამაკაცია. ეს აიხსნება იმით, რომ  ისინი იყვნენ თვითმკვლელები.  მათი სურვილი იყო, რომ გამხდარიყვნენ "წმიდა მოწამეები" და სამოთხეში წასულიყვნენ.

2008 წლის დეკემბერში, ღაზას სექტორში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის —"ჩამოსხმული ტყვიის"  დაწყებით, რადიკალური ჰამასის მოძრაობის ლიდერებმა PNA- ს მოსახლეობას "მესამე ინტიფადასკენ" მოუწოდეს.

2017 წლის 12 დეკემბერს, პალესტინის მოძრაობა ჰამასმა გამოაცხადა მესამე ინტიფადას დაწყება მას შემდეგ, რაც აშშ მიიღო გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცნობის შესახებ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Edward W. Said. Chapter 1. Intifada and Independence // Intifada: The Palestinian Uprising Against Israeli Occupation / Edited by Zachary Lockman, Joel Beinin. — South End Press, 1989. — P. 5. — 423 p.
  2. Intifada — Definition and More from the Free Merriam-Webster Dictionary
  3. Ute Meinel, Die Intifada im Ölscheichtum Bahrain: Hintergründe des Aufbegehrens von 1994-1998, LIT Verlag Münster, 2003 p.10: 'Der Begriff der Intifada, der die Vorstellung eines legitimen Ausbebegehrens gegen Unterdrückung enthält, ist gegenwärtig ein Schlüsselbegriff in der arabischen Welt, von dem eine grosse emotionale Anziehungskraft ausgeht.'
  4. Mary K.Roberson, 'Birth, Transformation, and Death of Refugee Identity: Women and Girls of the Intifada,' in Ellen Cole,Esther D Rothblum,Oliva M Espin (eds.) Refugee Women and Their Mental Health: Shattered Societies, Shattered Lives, Routledge, 2013 p.42.
  5. Lebanese protest against sectarian political system, Reuters (27 February 2011).
  6. Ellen Canterow, 'Beita,' in Zachary Lockman, Joel Beinin, (eds), Intifada: The Palestinian Uprising Against Israeli Occupation, South End Press, 1989 pp.81-98 p.81
  7. Mary Elizabeth King, A Quiet Revolution: The First Palestinian Intifada and Nonviolent Resistance, Nation Books 2007 p.208
  8. Zachary Lockman, Joel Beinin (1989) Intifada: The Palestinian Uprising Against Israeli Occupation South End Press, ISBN 0896083632 and 9780896083639
  9. David Pratt, Intifada, Casemate Publishers, 2009 p.20
  10. Sharif Kanana, 'Women in the Legends of the Intifada,' in Suha Sabbagh (ed.), Palestinian Women of Gaza and the West Bank, Indiana University Press, 1998 p.114.
  11. NGO: Israeli army has killed 49 children since October. MEMO, 17 February 2016