იეზდიგერდ II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იეზდიგერდ II
სპარს. یزدگرد‎
ძვ. ბერძნ. Ἰσδιγέρδης
სასანიდური ირანის მე-16 შაჰინშაჰი
მმართ. დასაწყისი: 438
მმართ. დასასრული: 457
წინამორბედი: ბაჰრამ V
მემკვიდრე: ჰორმიზდ III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 457
შვილები: პეროზ I
ჰორმიზდ III
ბალაში
დინასტია: სასანიანები
მამა: ბაჰრამ V
რელიგია: ზოროასტრიზმი

იეზიდეგერ II[1] ან იაზდიგერდ II (სპარსულიდან „ღვთის მიერ შექმნილი“) — სასანიდური ირანის მე-16 შაჰინშაჰი (438–457), ბაჰრამ V-ის შვილი.

ხელისუფლებაში მოსვლის თანავე დაიწყო მასიური საომარი მოქმედებები აღმოსავლეთ რომის იმპერიის წინააღმდეგ, მაგრამ 441 წელს რომის იმპერატორმა თეოდოსიუს II-მ (408-450) ზავზე დაითანხმა და იეზდიგერდმა შეწყვიტა ომი.

რომთან ზავის დადების შემდეგ იეზდიგერდმა სპარსეთის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შეუტია ჰუნებს, რომლებიც მაშინ მის უკიდურეს ტერიტორიებს აოხრებდნენ. სპარსეთის შაჰმა კვლავ გაიმარჯვა და მომთაბარეები ამუდარიის ჩრდილოეთით განდევნა.

თავისი ლაშქრობების მსვლელობისას, იეზდიგერდმა დაადანაშაულა ქრისტიანები და იუდეველები ღალატში.

მალევე ცენტრალურ ხელისუფლებას აუჯანყდნენ სომხები. 451 წლის 26 მაისს ვასპურაკანის ტერიტორიაზე გაიმართა ბრძოლა, სადაც სომხების მთავარსარდალი ვარდან მამიკონიანი იყო. სპარსეთის 220 ათასიანმა ჯარმა გაანადგურა[2] სომეხთა 60 ათასიანი არმია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Istoria.Ge ირანის მმართველების სია
  2. Armenia: The Case for a Forgotten Genocide - Page 89