პეროზ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პეროზ I
پیروز یکم
სასანიდური ირანის მე-18 შაჰინშაჰი
მმართ. დასაწყისი: 459
მმართ. დასასრული: 484
წინამორბედი: ჰორმიზდ III
მემკვიდრე: ბალაში
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 430-იანები
გარდ. თარიღი: 484
გარდ. ადგილი: ჰერათი
შვილები: კავად I
ჯამასპი
ზარირი
დინასტია: სასანიანები
მამა: იეზდიგერდ II
დედა: დენაღი
რელიგია: ზოროასტრიზმი
პეროზ I-ის დროის მონეტები

პეროზი (სპარს. پیروز یکم - გამარჯვებული; გ. 484) — სასანიდური ირანის მე-18 შაჰინშაჰი 459—484 წლებში, იეზდიგერდ II-ის უფროსი ვაჟი.

მამამისის გარდაცვალების დროს იმყოფებოდა სისტანის პროვინციაში. მისმა უმცროსმა ძმამ, ჰორმიზდ III-მ მიიტაცა ტახტი, რის გამოც პეროზის განცვიფრება გამოიწვია. მან მალევე შემოიკრიბა იმპერიის მოსახლეობის დიდი ნაწილი და ჰუნები. აჯანყების შედეგად ტახტიდან ჩამოაგდო ჰორმიზდ III და სიკვდილით დასაჯა. ძმის დატყვევებაში პეროზს ჰუნები დაეხმარნენ. იმავე ჰუნებთან ომში გაიარა მისმა მთელმა მეფობამ. დაიღუპა მათ წინააღმდეგ ბრძოლაში, 484 წელს.

პეროზი და საქართველო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც აღწერილია ჰაგიორგაფიულ ნაწარმოებში „წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ“ პეროზ მეფის მეფობის მერვე წელს (467 წ.) ესტუმრა ქვემო ქართლის პიტიახში ვარსქენი, რომელმაც შემდგომ ატროშანი მიიღო და პეროზის ქალიშვილი შეირთო ცოლად.

მას აქტიურად და შეუპოვრად ებრძოდა ქართლის მეფევახტანგ გორგასალი. 484 წელს აჯანყებული ქართლის ასაოხრებლად გაგზავნილი სპარსული ჯარი სწორედ პეროზის ომში დაღუპვის ამბავმა გააბრუნა ირანში.

მოიხსენიება ბოლნისის სიონის ტაძრის ერთ-ერთ წარწერაში.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, IX კლასი, რედ. ბაქარ გიგინეიშვილი, „საქართველოს მაცნე“, თბ., გვ. 37

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]