ჰორმიზდ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰორმიზდ I
هرمز یکم
HormizdICoinHistoryofIran.jpg
სასანიდური ირანის მე-3 შაჰინშაჰი
მმართ. დასაწყისი: 270
მმართ. დასასრული: 271
წინამორბედი: შაპურ I
მემკვიდრე: ბაჰრამ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: ივნისი 271
დინასტია: სასანიანები
მამა: შაბურ I
დედა: ღურძადი
რელიგია: ზოროასტრიზმი

ჰორმიზდ I (სპარს. هرمز یکم; გ. ივნისი, 271) — სასანიდური ირანის მე-3 შაჰინშაჰი 270 წლის მაისიდან 271 წლის ივნისის ჩათვლით, შაბურ I-ის ძე.

კირილ თუმანოვის ცნობით, ჰორმიზდი მამამისის მმართველობის პერიოდში, სომხეთის გამგებლად იყო დანიშნული. მცირე ცნობები მოიპოვება მისი მეფობის შესახებ. სპარსელი ისტორიკოსების გადმოცემით, ის მამისა და ბაბუის მსგავსად, (შაბურ I და არდაშირ I) გამოირჩეოდა სამართლიანობით. მისი მმართველობის დროს დაარსდა რამდენიმე ქალაქი, რომლებიც თავდაპირველად ჰორმიზდის სახელს ატარებდა. ჰორმიზდმა 271 წელს წარმატებით ილაშქრა სოგდიანაში, საიდანაც დაბრუნებული ქტესიფონში გარდაიცვალა. მის შემდეგ ტახტი დაიკავა მისმა უმცროსმა ძმამ, ბაჰრამ I-მა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]