თეოდორ შტორმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეოდორ შტორმი
Theodor Storm (1817-1888).jpg
დაბ. თარიღი Script error: No such module "Infocards".
დაბ. ადგილი ჰუზუმი, შლეზვიგ-ჰოლშტაინი
გარდ. თარიღი Script error: No such module "Infocards".
გარდ. ადგილი ჰადემარშენი, გერმანია
საქმიანობა პოეტი, ნოველისტი
მოქალაქეობა Flag of Germany.svg გერმანია
საიტი storm-gesellschaft.de
Theodor Storm ვიკისაწყობში

ჰანს თეოდორ ვოლდზენ შტორმი (დ. 14 სექტემბერი, 1817. ჰუზუმი, შლეზვიგ-ჰოლშტაინი, დანია, ახლანდელი გერმანია — გ. 4 ივლისი, 1888. ჰადემარშენი, გერმანია) — XIX საუკუნის გერმანელი პოეტი და ნოველისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მშობლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედა-ლუცია ვოლდზენი ლუციას მამა სენატორი და გემთმფლობელი იყო. მამა იოჰან კაზიმირ შტორმი პროფესიით ადვოკატი. შტორმების ოჯახში 13 შვილი იზრდებოდა, მათ შორის ყველაზე უფროსი თეოდორი იყო.

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეოდორის ოჯახში მუდამ წესრიგი და სიყვარული სუფევდა, მას ჰქონდა საშუალება ემეგობრა ყველა ფენის წარმომადგენელთან. პოეტის საუკეთესო მეგობარი იყო ხანდაზმული მაგდალენა იურგენსი, ამ ქალბატონმა აზიარა შტორმი თქმულებებს და გამოცემებს. მაგდალენას დახმარებით გაეცნო შლეზვიგ-ჰოლშტაინის ზღაპრებს, რაც შემდეგ მის შემოქმედებაზე აისახა.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

4 წლის სკოლაში იწყებს სიარულს და 9 წლის აგრძელებს სწავლას მეორე საფეხურის სკოლაში. ლიუბერკის გიმნაზიაში ორ წლიანი განათლების მიღების შემდეგ, შტორმის გონებრივი ჰორიზონტი საგრძნობლად გაიზარდა. ამ წლებში მისი საყვარელი წიგნებია: ჰაენეს „სიმღერათა წიგნი“ და გოეთეს „ფაუსტი“. 1837 წელს შტორმი მამის თხოვნით სწავლას აგრძელებს კილის უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. პოეტს იზიდავს მედიცინა, მუსიკა და ფერწერა. შტორმმა რვა წელი მოანდომა ბერლინში და კილში განათლების მიღებას.

იმენზეე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შტორმის პირველი სიყვარული ქალაქ ალტონას უკავშირდება, აქ გაიცნო 12 წლის ბერტა ფონ ბუხანი, პოეტი მაშინ 19 წლის იყო. 5 წელი ეტრფოდა შტორმი ბერტას, მაგრამ მათ ერთად ყოფნას წინააღმდეგობა გოგონას აღმზრდელმა გაუწია. ამ სიყვარულით გამოწვეული სევდა კარგად ჩანს ნოველებში „იმენზეე“ და „ზღვის გაღმა ქვეყნიდან“.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეოდორ შტორმის სახლი ჰუზუმში

სტუდენტობის ბოლო წლებში შტორმი ძმებ თეოდორ და ტიხო მომზენებთან ერთად მოგზაურობს შლეზვიგ-პოლშტაინის სოფლებში და აგროვებს ლეგენდებსა და ზღაპრებს. შეგროვებულ მასალებს 1845 წელს აქვეყნებს კარლ მიულენჰოფი კრებულში : შლიზვიგ-პოლშტაინ-ლაუენბურგის საჰერცოგოების საგები, ლეგენდები და ზღაპრები. 1843 წელს პოეტი ამთავრებს უნივერსიტეტს და იწყებს მუშაობას ჰეზუმში, ამავე წელს გაიცნობს ზეგებურგელი ბურგომისტრის ქალიშვილს კონსტანცა ესმარშის, რომელზეც სამი წლის შემდეგ ქორწინდება. პირველ ლექსს პოეტი დის გარდაცვალების სევდით წერს, რომელიც შედის მომზენებთან ერთად გამოსულ კრებულში — „სამი მეგობრის სიმღერათა წიგნი“. ლირიკული ნაწარმოებიდან პოეტი მკვეთრად გადადის ნოველებზე, რაც კარგად ჩანს ნაწარმოებში იმენზეე, რომელიც მწერლის სიცოცხლეში ოცდაათჯერ გამოიცა და საყოველთაო აღიარება დაიმსახურა. 1852 წელს შტორმს ჩამოერთმევა ვექილის უფლებები, მისი პოლიტიკური ხასიათის პროკლამაციების და ლექსების გამო. იგი გადადის საცხოვრებლად პოტსდამში, სადაც 8 წელს ატარებს და დანიის მეფის გარდაცვალების შემდეგ ბრუნდება. 1865 წელს შტორმი კარგავს საყვარელ ადამიანს, რის შემდეგაც იგი კარგავს ინტერესს და იწყებს მოგზაურობას. იღებს მოწვევას ივანე ტურგენევისგან, ჩადის ბადენ-ბადენში, სადაც 9 დღეს ატარებს ივანესთან ერთად. მათი მეგობრობა 12 წელი გრძელდებოდა (შემონახულია ივანეს 7 და შტორმის 1 წერილი). პოეტი მეორედ ქორწინდება პირველი მეუღლის მეგობარზე, რომელიც ეხმარება 7 შვილის აღზრდაში. დორის იენსენი შტორმთან ერთად ცხოვრობს პოეტის სიცოცხლის ბოლო წუთამდე.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1880 წელს შტორმი თავს ანებებს სამსახურს, 6 წლის შემდეგ კი კუჭის კიბოთი ავადდება და 1888 წლის 4 ივლისს გარდაიცვლება. შტორმი სამოცამდე ნოველას და ასეულობით ლექსს უტოვებს გერმანელ და არა მხოლოდ გერმანელ მკითხველს.

გამონათქვამები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჩემი ნოველები ჩემივე ლირიკიდან ამოიზარდნენ.
  • სიყვარული მოკვდავი ადამიანის შიშია მარტო დარჩენის მიმართ.
  • ისევე როგორც ეკლესია ენის ძარღვებში ჩაღვრილ შხამს წარმოადგენს იუნკორობა გზას უხშობს ერის სულიერ და მორალურ განვითარებას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თეოდორ შტორმი: მწვანე ფოთოლი. მერანი, 1971 წელი.