შინაარსზე გადასვლა

თეთრი ბაირაღები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„თეთრი ბაირაღები“

ავტორი ნოდარ დუმბაძე
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა ქართული
ჟანრი რომანი
გამოცემის თარიღი 1973
გვერდი 300
ISBN 9789994053629

თეთრი ბაირაღები“, იგივე „საბრალდებო დასკვნა“ — ქართველი ჰუმანისტი მწერლის, ნოდარ დუმბაძის რიგით მეხუთე, 1973 წლის რომანი. ნაწარმოები მოგვითხრობს ციხეში უმიზეზოდ მოხვედრილ ზაზა ნაკაშიძეზე, რომელსაც იქ სრულიად სხვადასხვა ხასიათის და ტიპის ადამიანები დახვდებიან.[1]

სტუდენტ ზაზა ნაკაშიძეს, ჩხუბში მონაწილეობისთვის დააპატიმრებენ, უდანაშაულობის დამტკიცების იმედი არ აქვს. ციხის საკანში სხვადასხვა ეროვნებისა და მრწამსის დამნაშავეები შეყრილან. დროს განვლილ ცხოვრებაზე და დანაშაულის ჩადენის მიზეზებზე კამათში კლავენ. ქურდის, მკვლელის, სახელმწიფო ქონების გამფლანგველის, ყველაზე საშიში ბოროტმოქმედის სულშიც კი შეიძლება სათუთი გრძნობები იმალებოდეს. საბჭოთა სისტემის, როგორც დახშული და უღმერთო სივრცის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი ნოდარ დუმბაძის თეთრ ბაირაღებში ისეთ ადამიანურ პლასტებში ვლინდება, რომელიც არც სისტემას და არც მკითხველს შეუმჩნეველი არ დარჩებოდა.ავტობიოგრაფიულ რომანში თავისუფლებააღკვეთილი ადამიანი, დრო და სივრცე დღემდე ცოცხალ მხატვრულ მეტაფორას ქმნის და თავის აქტუალობას არ კარგავს.[2]

  • ზაზა ნაკაშიძე — მთხრობელი, სტუდენტი
  • შოშია — პატიმარი
  • ლიმონა (დევდარიანი) — პატიმარი, „კანონიერი ქურდი“
  • ტიგრანა (გულოიანი) — პატიმარი, „კანონიერი ქურდი“
  • ნუნუ ექიმი — ციხის ექიმი.
  • ჭიჭიკო გოგოლი — საკნის მამასახლისი.
  • ისიდორე — პატიმარი
  • ჭეიშვილი - პატიმარი
  • გამცემლიძე - პატიმარი
  • მებურიშვილი - პატიმარი
  • მოშიაშვილი - პატიმარი
  • ხელაძე - გამომძიებელი
  • გაგუა - გამომძიებელი

1990 წელს ტელეეკრანებზე გამოვიდა რომანის ამავე სახელწოდების 3-სერიიანი ეკრანიზაცია. მთავარ როლებში არიან: ოთარ მეღვინეთუხუცესი, რამაზ ჩხიკვაძე, გურამ ფირცხალავა, გივი ბერიკაშვილი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]