კუკარაჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუკარაჩა
ჟანრი რომანი
ავტორი ნოდარ დუმბაძე
მშობლიური ენა ქართული
დაწერის ადგილი საქართველოს სსრ
გამოცემულია 1981

კუკარაჩა — მწერალ ნოდარ დუმბაძის მოთხრობა.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

თბილისის ერთ-ერთი უბნის მილიციის რწმუნებული, „მოზარდების რისხვა“, მეტსახელად „კუკარაჩა“, უბნის ბიჭების თითოეულ ნაბიჯს მკაცრად აკონტროლებს. იგი ადგილობრივი მოსახლეების უსაფრთხოებასა და ზნეობაზეც ზრუნავს.

კუკარაჩა შავი სამყაროს ავტორიტეტის, რეციდივისტ მურტალოს საყვარელს, ინგას ურჩევს, ბანდიტს ჩამოშორდეს. ინგას ბინაში კუკარაჩა მურტალოს დააკავებს, მაგრამ ქალის თხოვნით გაათავისუფლებს. შემდგომში, ინგას და კუკარაჩას რომანით გაცოფებული მურტალო კუკარაჩას კლავს. სასამართლო პროცესზე ინგა ყოფილ საყვარელს შვიდ ტყვიას დაახლის, მაგრამ შვიდივეს ააცილებს.

დადგმები და ეკრანიზაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]