ნუ გეშინია, დედა!

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნუ გეშინია, დედა!
Nu geshinia.jpg
ავტორი ნოდარ დუმბაძე
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა ქართული
ჟანრი რომანი
გამოცემის თარიღი 1971
გვერდი 300
ISBN 9789994053476

ნუ გეშინია,დედა! — ქართველი ჰუმანისტი მწერლის ნოდარ დუმბაძის რიგით მეოთხე, 1971 წლის რომანი. ნაწარმოები მოგვითხრობს მესაზღვრეების რთულ ცხოვრებაზე, გაუზიარებელი სიყვარულის განცდასა და მეგობრის დაკარგვის ტრაგიზმზე...

რომანის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმისთვის, რომ ეს რომანი დაეწერა, ნოდარ დუმბაძემ მოიპოვა მთავრობის სპეციალური თანხმობა და სამხედრო სასაზღვრო ნაწილში იმსახურა. ამ რომანის კითხვისას სიხარულითა და უსიამოვნებებით სავსე ახალგაზრდულ სამყაროში აღმოჩნდებით, სადაც პირველ ადგილას ადამიანთა ურთიერთობები დგას. მეგობრის დაკარგვით გამოწვეული ტრაგიზმი, უპასუხო სიყვარულის ტკივილი და ეს ყველაფერი ნოდარ დუმბაძისეული ლირიკული ხერხებით მოყოლილი, რომელიც ცდილობს, დაფაროს საკუთარი გმირების დრამატიზმით აღსავსე ბედი.[1]

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ავთანდილ ჯაყელი, ჯაყო - მთხრობელი,მთავარი პერსონაჟი.
  • ვანიჩკა ბიძია - ჯაყოს ბიძა.
  • აბო - ჯაყოს ქურთი მეგობარი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]