ოთარ თევდორაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან თევდორაძე, ოთარ)
ოთარ თევდორაძე

მარჯვნიდან პირველი ოთარ თევდორაძე, ნათელა სვანიძე, შოთა მილორავა, ანდრია ბალანჩივაძე (როიალთან)
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 1 მაისი, 1923
დაბ. ადგილი ქუთაისი
გარდ. თარიღი 21 აგვისტო, 1983 (60 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
ჟანრ(ებ)ი ქალაქური სიმღერები
საქმიანობა კომპოზიტორი, პედაგოგი

ოთარ ლავრენტის ძე თევდორაძე (დ. 1 მაისი, 1923, ქუთაისი — გ. 21 აგვისტო, 1983, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სსრ-ის ხელოვნებათა დამსახურებული მოღვაწე (1961), საქართველოს სახალხო არტისტი (1982), აფხაზეთის ასსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1973).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1941–1943 წლებში მსახურობდა საბჭოთა კავშირის ჯარში. მას შემდეგ, უკვე 1949 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. იმავე წლიდან განაგებდა სოხუმის დრამატული თეატრის მუსიკალურ ნაწილს. ამასთანავე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სოხუმის მუსიკალურ სასწავლებელში. 1957–1961 წლებში იყო თბილისის I მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი. 1963 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სიმფონიური, კამერული და საესტრადო მუსიკის განყოფილების მთავარი კონსულტანტი.1974 წლიდან საქართველოს მუსიკალური ანსამბლების გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოპერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოპერეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანტატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმფონიური ორკესტრისთვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კონცერტები: I (1946), II (1949), III (1978)
სიმღერები

(350-ზე მეტი სიმღერა) ქართველი და რუსი პოეტების სიტყვებზე. მათ შორის, ისეთი სიმღერები, როგორებიცაა: „ობელისკი“, „ომის მედ. და, ბალადა უკანასკნელზე“, „ცოცხლებო“, „იმღერეთ ჩვენზე!“.

1988 წელს თამარ გვერდწითელმა ბულგარეთის საერთაშორისო კონკურს „ოქროს ორფეოსზე“ მიიღო I პრემია სიმღერისთვის - „მიძღვნა ედიტ პიაფისადმი“, რომლის მუსიკის ავტორი იყო ოთარ თევდორაძე.

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დრამატულ სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის 50 მუსიკალური ნაწარმოები აქვს შექმნილი. მის საკომპოზიტორო კალამს ეკუთვნის მუსიკა ცნობილი კოლექტივებისა თუ მომღერლებისთვის. ესენია: აკორდი, ორერა, მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეები, კოლხეთი, დიელო, ივერია, ეთერი ჭელიძე და ა.შ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]