1905 წლის რევოლუციის ხსოვნა
1905 წლის რევოლუციის ხსოვნა რუს. В память о революции 1905 года | |
---|---|
ძეგლის გახსნა, 1926 წ. | |
კოორდინატები | 47°12′25″N 38°56′40″E / 47.2069° ჩ. გ. 38.9444° ა. გ. |
მდებარეობა | ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
გახსნის თარიღი | 1926 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
1905 წლის რევოლუციის ხსოვნა (რუს. В память о революции 1905 года) — ძეგლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მდებარეობს ქარხნის ქუჩისა და ოსიპენკოს ქუჩის გადაკვეთაზე[1]. როსტოვის საოლქო საბჭოს 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 ბრძანების მიხედვით შეტანილია რუსეთის ფედერაციის ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
მისამართი: ტაგანროგი, ოსიპენკოს ქუჩა.
ძეგლი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძეგლი წარმოადგენდა დაბალ კვარცხლბეკზე მდგარი ძველი მილსაგლინავი აგრეგატის გალს (კაბინას). აღნიშნულ გალზე დაკიდებული იყო მემორიალური დაფა წარწერით:
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძეგლი საზეიმოდ გაიხსნა 1926 წლის 30 დეკემბერს[1]. ძეგლის შესახებ მოგვითხრობდა მემორიალური დაფა, რომელზეც იყო წარწერა შემდეგი ტექსტით:
აღნიშნული მემორიალური დაფა ჩამოხსნეს გერმანელთა ოკუპაციის პერიოდში (1941-1943 წწ.). ქალაქის გათავისუფლების შემდეგ ჩამოკიდეს ახალი მემორიალური დაფა, მაგრამ შეცვლილი ტექსტით ახალი ტექსტი უკვე მოგვითხრობდა 1905 წლის მოვლენების შესახებ[1].
როსტოვის ოლქის მცირე საბჭოს 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 გადაწყვეტილებით 1905 წლის რევოლუციის ხსოვნის ძეგლს მიენიჭა ისტორიის ძეგლის სტატუსი სახელწოდებით „მეტლურგიული და საქავაბე საამქროს მუშების პოლიციასთან შეტაკების ადგილი“. რუსეთის ფედერაციის კულტურული ობიექტების რეესტრში ძეგლი რეგისტრირებულია ნომრით 6101167000.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Киричек М. С. Музей под открытым небом. — Таганрог: ИП Стадников, 2010. — С. 61. — ISBN 978-5-9901455-3-5.
- ↑ И дольше века льётся сталь / Под ред. Н. И. Фартушного. — Ростов-на-Дону: Принт-Сервис, 2006. — С. 16.