შინაარსზე გადასვლა

შოთა მილორავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მილორავა.
შოთა მილორავა
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 22 იანვარი, 1925(1925-01-22)[1]
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 16 აპრილი, 1990(1990-04-16)[1] (65 წლის)
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა კომპოზიტორი[2] [1]

შოთა ერმილეს ძე მილორავა (დ. 22 იანვარი, 1925, თბილისი — გ. 16 აპრილი, 1990, იქვე) — ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1979)[3], პროფესორი.

გაიზარდა მუსიკალურ ოჯახში, რამაც განსაზღვრა მისი მომავალი. სწავლობდა თბილისის პირველ მუსიკალურ სასწავლებელში. 1947 წელს დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის საკომპოზიციო კლასი, ანდრია ბალანჩივაძის ხელმძღვანელობით. მუშაობდა სხვადასხვა ჟანრში. იყო კაპელის კონცერტმაისტერი, პედაგოგ-ქორმაისტერი, კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ მუსიკალური რედაქტორი, წერდა სიმღერებს, ოპერეტებს და ინსტრუმენტულ ნაწარმოებებს, შესანიშნავად უკრავდა სხვადასხვა საკრავებზე. ასეთმა მრავალმხრივმა ძიებამ ნიჭიერი შემოქმედი დააყენა ჭეშმარიტ გზაზე, რომელმაც მიიყვანა იგი მუსიკალური კომედიის ჟანრთან. კოპოზიტორმა 30-მდე ოპერეტა შექმნა, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: „სასიძოები“, „საყვარელი დისწული“, „სიმღერა თბილისზე“, „მხოლოდ შენ ერთს“, „სამი უფროსის მსახური“, „ერთხელ გაზაფხულზე“, „ჩანჩურა“, „კახაბერის ხმალი“ და სხვა. დაჯილდოებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორი ორდენით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 273, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
  2. Catalog of the German National Library
  3. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1979. №10 გვ. 11