ოთარ თევდორაძე
ოთარ თევდორაძე | |
---|---|
მარჯვნიდან პირველი ოთარ თევდორაძე, ნათელა სვანიძე, შოთა მილორავა, ანდრია ბალანჩივაძე (როიალთან) | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 1 მაისი, 1923 |
დაბ. ადგილი | ქუთაისი |
გარდ. თარიღი | 21 აგვისტო, 1983 (60 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი |
ჟანრ(ებ)ი | ქალაქური სიმღერები |
საქმიანობა | კომპოზიტორი, პედაგოგი |
ოთარ თევდორაძე ვიკისაწყობში |
ოთარ ლავრენტის ძე თევდორაძე (დ. 1 მაისი, 1923, ქუთაისი — გ. 21 აგვისტო, 1983, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1961), საქართველოს სახალხო არტისტი (1982), აფხაზეთის ასსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1973).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1941–1943 წლებში მსახურობდა საბჭოთა კავშირის ჯარში. მას შემდეგ, უკვე 1949 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. იმავე წლიდან განაგებდა სოხუმის დრამატული თეატრის მუსიკალურ ნაწილს. ამასთანავე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სოხუმის მუსიკალურ სასწავლებელში. 1957–1961 წლებში იყო თბილისის I მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი. 1963 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სიმფონიური, კამერული და საესტრადო მუსიკის განყოფილების მთავარი კონსულტანტი.1974 წლიდან საქართველოს მუსიკალური ანსამბლების გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი.
შემოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოპერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლეგენდა თბილისზე (თბილისი, 1960, საქართველოს ოპერისა და ბალეტის თეატრი)
- სინათლე და ჩრდილი (თბილისი, 1970)
ოპერეტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სიურპრიზების დღე (თბილისი, 1957)
- შვეიკი მიდის ომში (თბილისი, 1967)
კანტატები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „სასოფლო“ (გიორგი ქუჩიშვილის სიტყვები, 1949)
- 1905 წელი (ხალხურ სიტყვებზე, 1951)
სიმფონიური ორკესტრისთვის
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პოემა რუსთავი (1948),
- საცეკვაო სიუიტა (1956),
- ქართული სიუიტა (1958),
- საზეიმო უვერტიურა (1961),
- სიმფონიები: I (1964), II (1965), III (ახალგაზრდობა, 1969);
ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სიმღერები
(350-ზე მეტი სიმღერა) ქართველი და რუსი პოეტების სიტყვებზე. მათ შორის, ისეთი სიმღერები, როგორებიცაა: „ობელისკი“, „ომის მედ. და, ბალადა უკანასკნელზე“, „ცოცხლებო“, „იმღერეთ ჩვენზე!“.
1988 წელს თამარ გვერდწითელმა ბულგარეთის საერთაშორისო კონკურს „ოქროს ორფეოსზე“ მიიღო I პრემია სიმღერისთვის - „მიძღვნა ედიტ პიაფისადმი“, რომლის მუსიკის ავტორი იყო ოთარ თევდორაძე.
მუსიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დრამატულ სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის 50 მუსიკალური ნაწარმოები აქვს შექმნილი. მის საკომპოზიტორო კალამს ეკუთვნის მუსიკა ცნობილი კოლექტივებისა თუ მომღერლებისთვის. ესენია: აკორდი, ორერა, მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეები, კოლხეთი, დიელო, ივერია, ეთერ ჭელიძე და ა.შ.
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1961 — საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე[1]
- 1973 — აფხაზეთის ასსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
- 1982 — საქართველოს სახალხო არტისტი[2]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოთარ თევდორაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ოთარ თევდორაძე საიტზე Discogs
- ოთარ თევდორაძე საიტზე Persons-info.com