მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფაილი:მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეები.png
მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეები 1971 წელი.

მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეები — ცნობილი დუეტი საბჭოთა და ქართულ ესტრადაზე, დუეტი შედგებოდა არჩილ ჩიხლაძესა და მაყვალა ბოტკოველის მონაწილეობით. შეიქმნა 1964 წელს არჩილ ჩიხლაძის ხელმძღვანელობით. რამდენიმე წლის შემდეგ არჩილი და მაყვალა დაოჯახდნენ და მათ დუეტს „ჩიხლაძეები“ ეწოდა. მათი რეპერტუარი საკმაოდ მრავალრიცხოცანია, ისინი არიას პირველი შემსრულებლები ისეთი ცნობილი სიმღერების, როგორებიცაა — „კართან მოდგა შემოდგომა“, „სიჭაბუკე“, „წლები გარბიან“, „ვინც ამ გოგოს გააცინებს“, „ოსური სატრფიალო“ და სხვა. არაერთხელ იმოგზაურეს ძალიან წარმატებული გასტროლებით საბჭოთა კავშირსა და მსოფლიოს მასშტაბით, მათ მიერ შესრულებული სიმღერები დღემდე ინარჩუნებენ განსაკუთრებულ პოპულარობას ქართველ და მსოფლიო მსმენელში.