მალხაზ თორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მალხაზ თორია
დაბადების თარიღი 30 აგვისტო, 1978
სოხუმი
მოქალაქეობა საქართველო
პროფესია ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

მალხაზ თორია (დ. 30 აგვისტო, 1978, სოხუმი) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალხაზ თორია დაიბადა 1978 წლის 30 აგვისტოს სოხუმში. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიისა და კულტურის კვლევების მიმართულებით. 2009 წელს ამავე უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო (PhD) დისერტაცია თემაზე „დროის აღქმა და ისტორიის კონცეფცია შუა საუკუნეების ქართულ კულტურაში“ („ქართლის ცხოვრების“ ისტორიოგრაფიული ტრადიციის მიხედვით). 2006-2008 წლებში იგი ასწავლიდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევების ინსტიტუტში; 2006-2010 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი; 2008-2014 წლებში – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი; 2014 წლიდან დღემდე არის ასოცირებული პროფესორი ისტორიის მიმართულებაზე და შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტის წევრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2015 წლიდან ხელმძღვანელობს ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მეხსიერების კვლევების კავკასიურ ცენტრს; რიგი პოსტსადოქტორო და კვლევითი სტიპენდიების (DAAD, OSF, Fulbright, რუსთაველის ფონდი და სხვ.) ფარგლებში მუშაობდა კვლევით პროექტებზე ისეთ აკადემიურ დაწესებულებებში, როგორებიცაა : Central Europena University (ბუდაპეშტი, უნგრეთი); Zentrum für Literatur-und Kulturforschung (ბერლინი, გერმანია), The New School for Social Research (ნიუ იორკი, აშშ), The Harriman Institute, Columbia University (ნიუ იორკი, აშშ); UC Berkeley (ბერკლი, აშშ), Mount Holyoke College (საუთ ჰედლი, აშშ), Humboldt University (ბერლინი, გერმანია). მის მიერ გაწეული კვლევის შედეგები აისახა სხვადასხვა აკადემიურ ფორუმზე წარდგენილ მოხსენებებსა და სამეცნიერო პუბლიკაციებში, მათ შორის – საერთაშორისო რეფერირებად გამოცემებში გამოქვეყნებულ ნაშრომებში.

რჩეული პუბლიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • “Trapped in the past: memories of Georgian IDPs on the margins of society”, Nationalities Papers, 2017 (თანავტორი) (იბეჭდება)
  • Remembering Homeland in Exile: Recollections of IDPs from the Abkhazia Region of Georgia” in Journal on Ethnopolitics and Minority Issues in Europe, Vol 14, No 1, 2015, 48-70.
  • The Soviet Occupation of Georgia in 1921 and the Russian-Georgian War of August 2008: Historical Analogy as a Memory Project“ in The Making of Modern Georgia, 1918–2012: The first Georgian Republic and its Successors. Ed. by Stephen F. Jones. London and New York: Routledge, Taylor & Francis Group, 2014, pp. 316-336.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]