ნარვა-იიესუუ
| ქალაქი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
ნარვა-იიესუუ Narva-Jõesuu | |||||
|
ქვიშიანი პლაჟი და ფიჭვის ხეები | |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| მაზრა | იდა-ვირუმაა | ||||
| კოორდინატები | 59°27′32″ ჩ. გ. 28°02′26″ ა. გ. / 59.45889° ჩ. გ. 28.04056° ა. გ. | ||||
| ფართობი | 11,03 კმ² | ||||
| მოსახლეობა | 2 602 კაცი (2010) | ||||
| სიმჭიდროვე | 240 კაცი/კმ² | ||||
| სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||||
| საფოსტო ინდექსი | 29001, 29002, 29021, 29022 და 29023 | ||||
| ოფიციალური საიტი | narva-joesuu.ee | ||||
ნარვა-იიესუუ (ესტ. Narva-Jõesuu; რუს. Усть-Нарва) — ქალაქი ესტონეთში, იდა-ვირუმაას მაზრაში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ბალტიის ზღვის სანაპიროზე, რუსეთის საზღვართან ახლოს. ესტონურად მისი სახელწოდება ნიშნავს „მდინარე ნარვის შესართავს“.
2010 წლის მონაცემებით, ნარვა-იიესუუს მოსახლეობა 2 602 ადამიანს შეადგენს. ისევე როგორც მეზობელ ქალაქ ნარვას შემთხვევაში, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი რუსი ან რუსულენოვანია. ესტონელთა წილი მხოლოდ 13%-ია.
შვიდი კილომეტრი სიგრძის ქვიშიანი პლაჟისა და მის გასწვრივ ჩამწკრივებული ფიჭვის ხეების წყალობით, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ ესტონეთში, ნარვა-იიესუუ პოპულარული საზაფხულო კურორტია.
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საკურორტო შენობის ნანგრევები
- ჯებირი მდინარე ნარვის შესართავთან
- შუქურა
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Sõpruslinnad Estonian. Narva-Jõesuu. ციტირების თარიღი: 24 May 2010.
| ||||||||||
| ||||||||||