შინაარსზე გადასვლა

მუსტვეე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
მუსტვეე
Mustvee

წმინდა სამების ეკლესია
დროშა გერბი

ქვეყანა ესტონეთის დროშა ესტონეთი
მაზრა იიგევამაა
კოორდინატები 58°51′00″ ჩ. გ. 26°57′00″ ა. გ. / 58.85000° ჩ. გ. 26.95000° ა. გ. / 58.85000; 26.95000
მერი მატი კეპპი
პირველი ხსენება 1493
ადრეული სახელები ჩერნო, ჩერნა, ჩიორნი პოსადი, ჩიორნიე გორი[1]
ამჟამინდელი სტატუსი 1938
ფართობი 5.45 კმ²
მოსახლეობა 1451[2] კაცი (2012)
სიმჭიდროვე 266.2 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი +372 77
საფოსტო ინდექსი 49603/49604
საავტომობილო კოდი J
ოფიციალური საიტი mustveelv.ee
მუსტვეე — ესტონეთი
მუსტვეე

მუსტვეე (ესტ. Mustvee, 1923 წლამდე ჩიორნი პოსადი, ჩერნო, ჩერნა, ჩიორნიე გორი[1]) — ქალაქი ესტონეთის აღმოსავლეთ ნაწილში იიგევამაას მაზრაში ჩუდ-ფსკოვის ტბის ნაპირზე (აქვს ნავსადგურიც). არის დამოუკიდებელი საქალაქო მუნიციპალიტეტი და არ შედის არცერთი მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში.

XX საუკუნის დასაწყისში მუსტვეეში მდებარეობდა შვიდი საეკლესიო ნაგებობა. მათგან ამჟამად მხოლოდ ოთხი შემორჩა: წმინდა ნიკოლოზის ეკლესია (მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესია), სამების ერთმორწმუნეობრივი ეკლესია, ძველმართლმადიდებლური ეკლესია და ლუთერანული ეკლესია. ქალაქში ასევე არის ბაპტისტების სამლოცველო სახლი.

ესტონეთში ძველმართლმადიდებლური[3] რწმენის ერთ–ერთი ცენტრი. XVIII საუკუნეში სოფელი დასახლებული იყო უმეტესწილად რუსი ფედოსეეველებით და პომორებით, რომლებიც რელიგიურ დევნას გამოექცნენ. პომორების ძველმართლმადიდებლური თემი დღესაც არსებობს მუსტვეეში. ადგილობრივი ძველმართლმადიდებლების ყოფითი ცხოვრების გაცნობა შესაძლებელია ქალაქის მუზეუმში.

1950—1959 წლებში მუსტვეე იყო მუსტვეს რაიონის ცენტრი.

ქალაქში წარმოდგენილია მსუბუქი მრეწველობა.

წელი 18971922193419391959197019791989200020102012
მოსახლეობა 28932745284124852325222720871990174415921451

ნაციონალური შემადგენლობა (2000): რუსები — 57,05 %, ესტონელები — 40,73 %.

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის მუზეუმის გარდა მუსტვეეში ასევე არის სასწორების მუზეუმი, სადაც ამ ექსპოზციბის რაოდენობა ასს აჭარბებს.

ღირსშესანიშნაობებს ასევე მიეკუთვენბა კალევიპოეგის ერთ–ერთი ქვა და მგლოვიარე გოგონას ქანდაკება(1973, ელმარ რებანე).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]