კუნდა (ესტ.Kunda) — ქალაქი ესტონეთში, ფინეთის ყურის სანაპიროზე. ქალაქის სტატუსი მიიღო 1938 წლის 1 მაისს. ქალაქში ფუნქციონირებს ქაღალდის საწარმო, ცემენტის ქარხანა და ნავსადგური. 2005 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 4 000 ადამიანს შეადგენს.
კუნდის სიახლოვეს აღმოჩენილია უძველესი მონადირე-შემგროვებლური საზოგადოების დასახლების ნაკვალევი, რომელიც ძვ. წ. 6500 წლით თარიღდება. ამ ნასახლარებს კუნდის კულტურას უწოდებენ, საიდანაც მომდინარეობს ქალაქის სახელი.