ვიკიპედია:ფორუმი/სიახლეები/არქივი/9

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კოლეგებო, გილოცავთ ახალ, 2020 წელს. გისურვებთ, რომ თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის წარმატებული და ბარაქიანი წელი იყოს. ვიკიოჯახსა და ვიკისაზოგადოებას კი ვუსურვებ, რომ მშვიდობიანი, უკონფლიქტო, კოლეგიალური წელი გველოდოს წინ, რომელსაც ურთიერთპატივისცემისა და მეგობრობის დროშის ქვეშ გავატარებთ ყველა - ერთად.--Melberg მიწერა 21:41, 31 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

ამინ! :))) მეც ვუერთდები გიორგის და გილოცავთ. --Mehman 97 23:13, 31 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
გილოცავთ, ყველას წარმატებულ ვიკიწელს გისურვებთ. Vano 3333 08:21, 1 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]
ძვირფასო ვიკიპედიელებო! გილოცავთ 2020 წლის დადგომას და გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს თქვენთვის საუკეთესო, ყოფილიყოს თვითაღმაფრენის წელი და რაც მთავარია ბევრად მეტი შეგვექმნას ჩვენი, ქართული ვიკიპედიისათვის--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 20:24, 1 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედიის დაბადების დღე[წყაროს რედაქტირება]

მოგესალმებით! გაცნობებთ, რომ ხვალ 12 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, 317 აუდიტორიაში ავღნიშნავთ ვიკიპედიის მე-19 დაბადების დღეს. მსურველებმა მობრძანდით. --Mehman 97 15:20, 18 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

2019 წლის სტატიების ტოპი[წყაროს რედაქტირება]

Rank Page Edits Editors Pageviews % Mobile
1

საქართველო

140 28 186,293 62.49%
2

დავით IV აღმაშენებელი

43 20 176,978 66.8%
3

9 აპრილის ტრაგედია

34 24 145,311 70.7%
4

ილია ჭავჭავაძე

4 2 135,695 62.89%
5

თამარ მეფე

0 0 125,393 62.98%
6

თბილისი

18 8 118,144 58.95%
7

ვახტანგ I გორგასალი

21 13 112,691 68.28%
8

ვაჟა-ფშაველა

25 15 111,842 63.12%
9

დათვისებრნი

0 0 108,936 5.29%
10

ქართული დამწერლობა

14 9 91,856 59.82%
11

სულხან-საბა ორბელიანი

19 14 91,831 66.9%
12

ერეკლე II

7 7 89,349 65.47%
13

ვეფხისტყაოსანი

1 1 83,261 65.84%
14

ღორის გრიპი

2 2 77,464 83.01%
15

მსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სია

17 12 76,954 75.24%
16

გალაკტიონ ტაბიძე

3 1 76,205 65.05%
17

აკაკი წერეთელი

23 13 74,820 61.33%
18

მეორე მსოფლიო ომი

4 3 74,284 66.96%
19

დედამიწა

3 3 73,939 59.05%
20

შოთა რუსთაველი

14 4 71,198 62.98%

--Melberg მიწერა 14:52, 21 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

მოკლედ ძალიან მსურს ვიკიპედიელებსა და ბავშვებს შორის მოეწყოს შეხვედრა ჩემს სკოლაში, ესაა თბილისის 175-ე საჯარო სკოლა, მჭირდება თქვენი დასტური და შემდეგ მივალ დირექტორთან, ვიქნები შუამავალი სკოლასა და ვიკიპედიას შორის--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 16:02, 9 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

ჭიანჭველები დავამარცხე![წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა! როგორც იქნა ჭიანჭველების შესახებ უამრავი სტატია შევამოწმე, რომლებიც შეუმოწმებელი გვერდების სიას ტბორავდა. ამის შემდეგ. შეგიძლიათ მშვიდად დაიწყოთ ძველი სტატიები შემოწმება და გადახედვა, ერთად თავმოყრილ სიაში და ნერვებიც არ მოგეშალოთ. ამასთან, @Melberg:, ყველა ჭიანჭველის სტატიის ესკიზი თქვენი შექმნილია და არც ერთში აღარაა მოქმედი ბმული. ყველა მკვდარია. მაინც დავამოწმე, მაგრამ გასათვალისწინებელია.🙄😊— ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 13:57, 15 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. სიახლეს გაგიზიარებთ. ვიკიპედიაში დავამატე ახალი მოდული, რომელის წყალობითაც თარგი:მრგლოვანი და თარგი:ნუსხა-ხუცური შევქმენი. ეს ორი უკანასკნელი, გვაძლევს საშალებას, მარტივად, მხოლოდ თარგით გადავიყვანოთ მხედრული ასოები მრგლოვანში ან ნუსხა ხუცურში. ႢႠႭჃႫႠႰႿႭႱ ႥႨႩႨႮႤႣႨႠႱ!— ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 12:25, 18 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

კარგია. მრგვლოვანს ასომთავრული ხომ არ ჯობს? :) გიო ოქრო 12:27, 18 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
@გიო ოქრო:, მასე მინდოდა, მაგრამ ასომთავრულიც და ნუსხურიც დაკავებულია თარგის სახელები და ასე მომიწია... — ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 12:28, 18 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
ააა, გასაგებია. გიო ოქრო 12:29, 18 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
კარგია. სრულყოფილებისთვის, ᲛᲗᲐᲕᲠᲣᲚᲘᲪ კარგი იქნებოდა. -- OpusDEI 12:33, 18 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
კარგი იდეაა. დავამატებ ცალკე მოდულით.— ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 12:35, 18 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
ᲒᲐᲙᲔᲗᲓᲐ. ᲘᲮᲘᲚᲔᲗ: {{მთავრული}}~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 12:57, 18 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
ᲫᲐᲚᲘᲐᲜ ᲛᲐᲒᲐᲠᲘᲐ 😇 ႹႤႫႨ ႼႨႪႨ ႫႠႣႪႭႡႠ ႠႫ ႱႠႵႫႨႱႧႥႨႱ -- OpusDEI 16:01, 18 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

Помогите сделать новость про грузинский этап WikiGap 2020[წყაროს რედაქტირება]

Коллеги, здравствуйте. В рамках создания свежего выпуска Викивестника я ищу информацию по грузинскому этапу WikiGap 2020, который завершился 8 марта. Вы уж простите, но я не смог найти ничего - возможно я плохо искал, но дальше вот этой ссылки пройти не смог. Буду благодарен за помощь. --P.Fisxo განხილვაწვლილი 08:22, 10 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

Здравствуйте @P.Fisxo:, для детальной информации напишите нам по почте info@wikimedia.ge. Мы постараемся вам предоставить детальную информацию для вашего Викивестника. Также это страница конкурса на сайте Викимедиа ЮГ Грузии, но он только на Грузинском. С уважением, --Mehman 97 10:39, 10 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]
Green tickY Сделано :) --Mehman 97 12:10, 10 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

ტაქსოდაფა ვიკიმონაცემებზე[წყაროს რედაქტირება]

მოკლედ, ორდღიანი მუშაობის შემდეგ, 3 მოდულის, რამდენიმე თარგისა და ქვეთარგების შექმნით საბოლოოდ {{ტაქსოდაფა/ვიკიმონაცემები}} ამუშავდა. ეს რა თქმა უნდა არაა ძირითადი თარგი და საპილოტეა. თარგს ავტომატურად გადმოაქვს ტაქსონომია ვიკიმონაცემებიდან, სადაც ტაქსონომიის გამართვა ჯერაც მიმდინარეობს. ამიტომ მომენტებში შეცდომები გაპარულია და გასწორება ჭირდება. ტაქსონომიური ჯგუფების ნაწილის ქართული შესატყვისებიც არაა გადატანილი და ნელ-ნელა გასასწორებელია. თავად თარგის ძირითადი მოდული, მოდული:taxobox ჯერ-ჯერობით საერთაშორისოდ დამუშავების საგანია და შეიძლება პატარა არასტაბილურობა გამოამჟღავნოს. საპილოტე თარგს ვერაფრით მივაბი ვიკიმონაცემებისა და ვიკისახეობების ავტომატურად გამოჩენის ფუნქცია და ვისაც გეხერხებათ, იქნებ წამეშველოთ (ძირითად ტაქსოდაფას აქვს ბოლოში). რამდენიმეგან სატესტოდ ჩავსვი და არ მაცდით ზოგიერთნი, სტატიაში მინდა ჩანდეს რომ ვიკიმონაცემებზე კლასიფიკაციების გასწორება დავიწყო და სადაც ჩავსვამ, კლასიფიკაციასაც გავასწორებ ვიკისახეობების მიხედვით და გთხოვთ, მოითმინოთ ხოლმე. თუ არ გაამართლებს, მე თავად წავშლი. ამჟამად სატესტოდ იხილეთ ხლაკუნასებრნი (ამ გვერდზე მაინც მაცადეთ, თავის დროზე ჩემი შექმნილია :დ). — ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 15:57, 13 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

საცდელი თარგი ისეა აწყობილი, რომ მისი გატესტვა სავარჯიშოშიცაა შესაძლებელი. გიო ოქრო 16:01, 13 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]
@გიო ოქრო: სხვა თუ ვერაფრით დამეხმარებით, მადლობა. გასაგებია თქვენი პოზიცია.— ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 16:04, 13 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]
დახმარების თხოვნა ერთადერთი ვიკისახეობა/მონაცემების შესახებ ამოვიკითხე. მოდულებში ვერ ვერკვევი, ამწუხაროდ :( გიო ოქრო 16:07, 13 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Beqabai: გასწორდა? თუ კიდევ არ ებმება ვიკიმონაცმები? Alan📭🕙 13:45, 21 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Alan.H: ვიკიმონაცემებით გადმოაქვს, მაგრამ ქვემოთ ვიკისაწყობის და სხვა დობილი პროექტები შესაბამისი სტატიები ვერ მივაბი... დანარჩენი გადმოაქვს — ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 10:56, 22 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]
@Beqabai: ასეთი წარწერები იგულისხმებოდა ხომ — ტაქსოდაფა? Alan📭🕙 12:48, 14 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Alan.H: კი მაგაზე მაქვს საუბარი, ბოლოში რომ აქვს... — ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 06:22, 15 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Beqabai: მაშინ რამდენიმე პრობლემაა. პრინციპში ყველა ერთია და გამომდინარეობს პროგრამირებისგან შორს ყოფნისგან, თან ეს LUA-ც პირველად გავიგე, ამიტომ კოდის დახვეწილობა/ოპტიმალურობა ძალიან მეეჭვება. სხვა ნაწილებიდან დავაკოპირე და არაა გამორიცხული რამე უაზრობა დამემატებინოს. მეორე პრობლემაა, რომ სახელები და ლინკები ვერსაიდან ვერ მომაქვს. შეიძლება მე ვერ ვიპოვე. ხელით კი გავუწერე ლოგოებს, მაგრამ დანარჩენ კოდთან შეუსაბამოა. მესამე პრობლემა კი ITIS, NCBI, EOL, GRIN, IPNI, TPL MB ბმულებია. ძველ „ტაქსოდაფაში“ ცალ-ცალკეა მცენარეებისთვის, სოკოებისთვის, ნამარხებისთვის და ამდენი if პირობა არ ვიცი ნორმალური გამოვა თუ არა, შეიძლება მანდაც სხვა გზა არსებობდეს. მოკლედ, რაც არის რედაქტირებაში დავამატებ და დრო რომ გექნება გადახედე, ზოგადი ლოგიკა წესით მასეთი უნდა იყოს. Alan📭🕙 13:59, 15 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]

„დარჩი სახლში — დაეხმარე ვიკიპედიას“[წყაროს რედაქტირება]

კოლეგებო, მგონი საჭიროც არ უნდა იყოს იმის თქმა, რომ ნებისმიერი კონკურსი ემსახურება ახალ მომხმარებელთა მოზიდვას, რაც ყველას უნდა გვსურდეს, იდეაში. გთხოვთ, ნუ შეუშლით ხელს კონკურსანტებსა და ჟიურის მათ შეფასებაში და ნუ დაარედაქტირებთ სტატიებს კონკურსის ვადის დასრულებამდე! ამ ეტაპზე ვგულისხლობ @გიო ოქრო:-ს. გმადლობთ. — Mikheil მიწერა 19:43, 1 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]

ამაზე ადრე განხილვაც იყო, თუ ჩაიხედავ, ნახავ რომ არაფერი გადაწყვეტილა რედაქტირების აკრძალვის შესახებ. გიო ოქრო 19:45, 1 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
ანუ თხოვნა არ გესმის და ასე უნდა უხტე ყველას სტატიებში? ვიკიპედიის არსი ეს არის? ასე კეთდება? რისთვის ხარ აქ საერთოდ? პირადი ეგოს დასაკმაყოფილებლად? კარგი, ვიმოქმედებ შესაბამისად. — Mikheil მიწერა 19:47, 1 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
უაცრავად, სად იყო თხოვნა? გიო ოქრო 19:48, 1 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
მგონი, წაკითხულს აღქმაც უნდა ხანდახან მაინც. — Mikheil მიწერა 19:50, 1 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
ესეიგი, წერ „თხოვნას“ და იქიდან ეგრევე აუქმებ ცვლილებას, რომელიც მაგ „თხოვნამდე“ განხორციელდა და ახლა ეგ „თხოვნა“ მოგყავს საბუთად? :) გიო ოქრო 19:52, 1 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
ანუ პირველად გესმის ამ თხოვნის შესახებ? სამარცხვინოდ იქცევი, გრცხვენოდეს! — Mikheil მიწერა 19:55, 1 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
რისი უნცა მრცხვენოდე? :) მინიმალური ცვლილებით შეცდომები რომ გავასწორე? ეს სტატიები ჟიურის საკუთრებაა თუ რა? „ვიკიპედიის არსი ეს არის?“ მელბერგმა შემოგთავაზათ თავის დროზე ალტერნატივა. იმ განხილვაში არ გადაწყვეტილა, რომ ვინმეს აკრძალვის უფლება აქვს. გიო ოქრო 19:58, 1 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
იმასაც ვერ ხვდები, რისი. კონკურსს რომ აფერხებ, ვერც იმას. კარგი, ნება შენია, ოღონდ შედეგზე მე არ ვაგებ პასუხს. — Mikheil მიწერა 20:00, 1 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
ხო, ვერ ვხვდები :) კონკურსი რომ არ შეფერხდეს, ის ალტერნატივა არ გინდათ. და ეგ მუქარები არ გინდა, „ადმინი ვარ და გეუბნევი“ ლოგიკით. გიო ოქრო 20:04, 1 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
ყველაფრის ბიუროკრატიზირებას თავი დაანებეთ, „ეს არ გადაწყვეტილა, ის არ გადაწყვეტილა“. ამით მთელ პროექტს აფერხებთ და ადამიანს მუშაობის სურვილს კლავთ. ზოგოერთ რამეს თქვენით უნდა მიხვდეთ, ლოგიკურად იაზროვნეთ. --Mehman 97 20:05, 1 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]

პროექტს აფერხებს? მერე გაფრთხილება მიეცით წესების დაცვით. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ... --Wiki - ჯაბა 20:08, 1 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]

ესე იგი, თუ გინდა, რასაც გინდა პროექტის შეფერხებად ჩათვლი და გაფრთხილებებს ჩამოარიგებ? წარმატებები! გიო ოქრო 20:10, 1 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
„ადმინი ვარ და გეუბნე-ვ-ი“ — ეგ ბავშვობები აქ სულ სხვა ვინმეს ახასიათებს, რაც ისედაც კარგად ჩანს. დიახ, ამ ადამიანს სურს ყველაფრის ბიუროკრატიზება, მალე შეიძლება ისიც მოგვთხოვოს, წესებში გავწეროთ, ვიკიპედია კომპიუტერთან ყოფნისას რა პოზაში ვარედაქტიროთ :დ აქვე მოვუწოდებ, ჩაერთოს ამ მშვენიერ კონკურსში, სხვათა შორის, გადასარევი პრიზები გვაქვს. — Mikheil მიწერა 20:12, 1 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]

არ ვთვლი, ვთვლით. ზემოთ სიტყვიერად უკვე გაგაფრთხილეს. --Wiki - ჯაბა 20:14, 1 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]

ესეიგი, სტატიებზე საკუთრების უფლებაც მოგიპოვებიათ, მასე გააგრძელეთ! P.S. გმადლობთ, მაგრამ მონაწილეობის სურვილი არ მაქვს, მაგ ტიპის სტატიებს იშვიათად ვწერ, მითუმეტეს ინგლისურიდან. P.S.S ხუმრობაზე არ გამცინებია :( გიო ოქრო 20:17, 1 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
რა ვიცი, დაფიქრდი მაინც. — Mikheil მიწერა 20:18, 1 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
შენ ვის ხუმრობებზე იცინი უკვე დავამუღამეთ. 😂 --Wiki - ჯაბა 20:19, 1 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
ნეტა სად გავიცინე 🤔🙄 გიო ოქრო 20:20, 1 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
ინგლისური თუ არ მოგწონს, მაშინ „მაღალი სტანდარტის“ მქონე რუსული ვიკიდან თარგმნე, როგორც აკეთებ 😂 --Mehman 97 20:21, 1 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]

კარგად დაფიქრდი აბა, ესეც ინგლისური ხომ არაა. --Wiki - ჯაბა 20:23, 1 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]

რუსული ვიკიპედიიდან არ ვთარგმნი, ცნობისათვის 😂😂 შეგიძლია წყაროებს ჩახედო ხოლმე 😂😂 გიო ოქრო 20:25, 1 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]

საქართველოს რუკები[წყაროს რედაქტირება]

კოლეგებო, გთხოვთ გაითვალისწინოთ: „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ბეჭდური გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, რეკლამირება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა, საქართველოდან გატანა ან რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე“.

სისხლის სამართლის კოდექსით, ფიზიკური პირისთვის „ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები“.

იურიდიული პირისათვის კი „ჯარიმის მინიმალური ოდენობა შეესაბამება ფიზიკური პირისათვის გათვალისწინებული ჯარიმის ორმოცდაათმაგ ოდენობას“.

ბათუმელები.--Melberg მიწერა 10:11, 29 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]

დაბლოკილი ჟიურის წევრი[წყაროს რედაქტირება]

იწყება კონკურსი ვმ საქართველო/კონკურსები/2020/ქვეყნები და დედაქალაქები ვიკიპედიაში დაბლოკილი ჟიურის წევრით მომხმარებელი:გიო ოქრო. ეს მხოლოდ ქართულ ვიკიპედიაში შეიძლება მოხდეს. სად არიან სხვა ადმინები? ჩუმად არიან და ხმას არ იღებენ. --ცანგალა 09:22, 15 ივლისი 2020 (UTC)[უპასუხე]

მოწვევა დისკუსიებში მონაწილეობის მისაღებად[წყაროს რედაქტირება]

მოგესალმებით ყველას. მოხარულები ვართ შეგატყობინოთ, რომ უნივერსალური ქცევის კოდექსის პირველადი ვერსია მზადაა თქვენი განხილვისთვის და უკუკავშირისთვის, რომელიც წელს „ფონდ ვიკიმედიის“ სამეურვეო საბჭომ დაამტკიცა. უნივერსალური ქცევის კოდექსის სარედაქციო კომიტეტს სურს გაიგოს, კოდექსის პირველადი ვერსიის რა ნაწილები წარმოადგენს თქვენთვის და თქვენი სამუშაოსთვის პრობლემას. რა აკლია ან არ ჰყოფნის კოდექსის ამ ვერსიას? გთხოვთ შემოგვიერთდით განხილვებში და ასევე მოიწვიეთ სხვები, ვისაც შეიძლება აინტერესებდეს ეს და სურს შემოგვიერთდეს განხილვებში. უნივერსალური ქცევის კოდექსის შესახებ უფრო მეტის გასაგებად, იხილეთ კოდექსის პროექტის გვერდი და ხშირად დასმული კითხვების გვერდი მეტაზე. — Mehman (WMF) განხილვაწვლილი 19:09, 7 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ონლაინ შეხვედრა[წყაროს რედაქტირება]

ვატყობ წელს ვერ მოხერხდება შეხვედრის ჩატარება. რა აზრის ხართ გაიმართოს ონალინ შეხვედრა სტანდარტული შეხვედრის ნაცვლად?--ჯეო 4WIKI განხილვაწვლილი 14:07, 20 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

CentralNotice banner for Wikipedia Asian Month 2020[წყაროს რედაქტირება]

Dear colleagues, please comment on CentralNotice banner proposal for Wikipedia Asian Month 2020 (1st November to 30st November, 2020). Thank you! --KOKUYO განხილვაწვლილი 19:54, 22 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

საქართველოს ვიკიკონფერენცია 2020[წყაროს რედაქტირება]

მოგესალმებით, 26 დეკემბერს 18:00 საათზე, ონლაინ რეჟიმში გაიმართება ყოველწლიური „საქართველოს ვიკიკონფერენცია 2020“. მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ ეს ფორმა ან მოგვწერეთ info@wikimedia.ge-ზე. --Mehman 97 00:01, 24 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]


გილოცავთ 2021 წელს![წყაროს რედაქტირება]

კოლეგებო, გილოცავთ 2021 წელს! გისურვებთ ჯანმრთელობას და ბევრ წარმატებას პირად და ვიკისაქმიანობაში! მინდა, რომ ვიყოთ ერთი შეკრული გუნდი, ერთი მთავარი მიზნით — ვიკიპედიის გამდიდრება! ეს იმდენად მაგარი საქმეა, ალბათ შიგნიდან ამას სათანადოდ ვერც ვაცნობიერებთ! ნაკლები აჟიოტაჟი, დაპირისპირება, ერთმანეთის დაჭმა, პროვოკაცია, მეტი ახალი ინფორმაცია და ფუსფუსი მისურვებია! — Mikheil მიწერა 19:07, 31 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ვუერთდები მიშას და მეც გილოცავთ! Mehman 97 21:45, 31 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
გიერთდებით, გილოცავთ!--Wiki - ჯაბა 05:59, 1 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

რედაქტორების ფეისბუქ ჯგუფი[წყაროს რედაქტირება]

მოგესამლებით მეგობრებო! შეიქმნა ახალი ჯგუფი ფეისბუქზე. ვისაც სურვილი გაქვთ მომწერეთ ფოსტაზე და დაგამატებთ. Vano 3333 16:48, 14 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

მოგესალმებით. შეგახსენებთ, რომ დღეს 20:00 საათზე გაიმართება „WikiGap 2021“-ის ერთდღიანი ედიტატონის შემაჯამებელი შეხვედრა, ზუმის მეშვეობით. შეხვედრის ლინკი შეგიძლიათ ნახოთ ამ გვერდზე. პატივისცემით, --Mehman 97 15:26, 8 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

@გიო ოქრო და @ჯეო თქვენ მონაწილეობა მიიღეთ ამ ერთდღიან ედიტატონში და შესაბამისად ვიკიპედიის მაისური მოიპოვეთ. პრიზის მისაღებად თქვენი სახელი და გვარი, მობ. ნომერი და საფოსტო მისამართი (ქუჩა, კორპ./ბინა/შენ./სახლი, ქალაქი, საფ. ინდექსი) მომწერეთ ელ-ფოსტაზე mehman@wikimedia.ge. – Mehman 97 14:35, 9 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
@Mehman97: გამოვაგზავნე, მადლობა----ჯეო4WIKIგანხილვაწვლილი 15:10, 9 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

მეგობრებო გილოცავთ! ქართულ ვიკიპედიაში სტატიათა რაოდენობამ 150 000-ს გადააჭარბა! გისურვებთ ასეთივე ტემპით გაგვეგრძელებინოს მუშაობა, შემოგვეტანოს მრავალმხრივი, საინტერესო და ხარისხიანი სტატიები----ჯეო4WIKIგანხილვაწვლილი 16:19, 8 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]