ვენჭოუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
საოლქო დონის ქალაქი
ვენჭოუ
温州市
Vue générale de Wenzhou.JPG
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
პროვინცია ჯეძიანი
შიდა დაყოფა Lucheng District, Longwan District, Ouhai District, Dongtou District, Yongjia County, Pingyang County, Cangnan County, Wencheng County, Taishun County, Rui'an და Yueqing
კოორდინატები 27°59′38″ ჩ. გ. 120°41′57″ ა. გ. / 27.99389° ჩ. გ. 120.69917° ა. გ. / 27.99389; 120.69917
ფართობი 12,255.74 კმ²
მოსახლეობა 9,572,903 კაცი (2020[1])
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 0577
საფოსტო ინდექსი 325000
საავტომობილო კოდი 浙C
ოფიციალური საიტი wenzhou.gov.cn
ვენჭოუ — ჩინეთი
ვენჭოუ

ვენჭოუ (ვრცელი ჩინური: 溫州, გამარტივებული ჩინური:温州, ფინინი: Wēnzhōu, [wə́n.ʈʂóu] , ვეიჭოური: [ʔy33–11 tɕiɤu33–32]) — საოლქო დონის ქალაქი ჯეძიანის პროვინციის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. ვენჭოუ მდებარეობს ჭეძიანის პროვინციის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მას ესაზღვრება: ლიშუი დასავლეთიდან, თაიჭოუ ჩრდილოეთიდან და ფუძიანი სამხრეთიდან. ქალაქი შემოსაზღვრულია მთებითა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვით. ვენჭოუს დაქვემდებარებაში სულ 436 კუნძულია. სტატისტიკურად, ვენჭოუს 7/10 მთებს, 1/10 წყალს, ხოლო 2/10 სახნავ-სათეს მიწებს უჭირავს.[2] 2010 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, ვენჭოუს საოლქო დონის ქალაქის მოსახლეობა 3 039 000 ადამიანს შეადგენს. [3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უძველესი ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვენჭოუს ისტორია ძველი წელთაღრიცხვით 2500 წელს იწყება. საოლქო დონის ქალაქი ცნობილია ჩინური კერამიკის პროდუქტებით. ეს ერთ-ერთი პირველი ქალაქია ძველი ჩინეთის მაშტაბით, სადაც კელადონის (კერამიკის ნაირსახეობა) დამზადება დაიწყეს. ვენჭოუ წარმოადგენდა ძველი ტონგოის სამეფოს დედაქალაქი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით 191 წელს ჩამოყალიბდა და ძვ. წ. 138 წელს მინიუეს სამეფომ დაიპყრო.

იმპერიული ჩინეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი წელთაღრიცხვით მე-2 საუკუნის დასაწყისში, ცინის დინასტიის დაშლიდან მცირე ხნის შემდეგ, სამხედრო და პოლიტიკურმა ლიდერმა, წოუ იაომ (驺摇) დახმარება გაუწია ხანის იმპერატორ კაოწუს (ხანის დინასტიის პირველი იმპერატორი), რათა დაემარცხებინათ ცინის დინასტიის მმართველი სიანგ იუ. გამარჯვების შემდეგ, ხანის იმპერატორმა ხუეიმ (ხანის იმპერიის მეორე იმპერატორი), ჭოუ იაოს ტონგოუს (ვენჭოუ) მეფე უწოდა. ვენჭოუ ტონგოუს სამეფოს დედაქალაქი გახდა (თანამედროვე ჯეძიანის პროვინციის სამხრეთი ნაწილი).

დაახლოებით 760 წელს, ტანის დინასტიის დამაარსებელმა, იმპერატორმა კაოწუმ პირველმა გამოიყენა დასახლების თანამედროვე სახელი ვეიჭოუ. ეს სახელი ქალაქის რბილი ამინდით იყო განპირობებული.

ქალაქის კედლები XX საუკუნეში აშენდა, შვიდი ჭიშკარი კი 1598 წელს დამონტაჟდა.[4]

თანამედროვე პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეულ ევროპულ წყაროებში, სახელწოდება ვეიჭოუ-ფუ იწერებოდა, როგორც Ouen-tcheou-fou, რაც ფრანგულენოვანი მისიონერების „დამსახურება“ იყო.[5] 1876 წელს, ვეიჭოუ გაიხსნა ჩაის ექსპორტისათვის, თუმცა ქალაქის ტერიტორიაზე უცხოელთა დასახლებები არასდროს გაჩენილა.[4] 1937 წლიდან 1942 წლამდე, იაპონია-ჩინეთის მეორე ომის პერიოდში (მეორე მსოფლიო ომის ნაწილი) ვენჭოუში არსებობდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პორტი (ჩინეთის კონტროლის ქვეშ).

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაიუს ყურის სანაპირო ცანგნანის რაიონი

ვენჭოუს იურისდიქცია ვრცელდება 4 რაიონზე, ორ სამაზრო დონის ქალაქსა და ხუთ მაზრაზე. საოლქო დონის ქალაქის მთლიანი ფართობი 11 784 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, აკვატორიის ფართობი კი 11 000 კვადრატული კილომეტრია. საოლქო დონის ქალაქის მოსახლეობა 9.12 მილიონი ადამიანია, რომელთაგან 2.30 მილიონი ქალაქის ურბანულ ნაწილში (მეტრო არეალი) არის დასახლებული. ურბანული ნაწილი მოიცავს 3 სამაზრო დონის ქალაქსა და 4 რაიონს.

ვენჭოუს ერთ-ერთი რაიონი, ტონგთოუ ცნობილია როგორც „ათასი კუნძულის ოლქი“. ტონგთოუს მაზრას სახელი გადაერქვა და ტონგთოუს რაიონი ეწოდა 2015 წლის სექტემბერში.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვენჭოუს თანამედროვე სახელწოდება სწორედ მისი კლიმატითაა განპირობებული. საოლქო დონის ქალაქისათვის დამახასიათველეია ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია: Cfa). ქალაქში ზამთარი მოკლეა, ზაფხული კი გრძელი, ცხელი და ნოტიო. თვის საშუალო ტემპერატურა 8.0 °C-დან (იანვარი) 28.0 °C-მდე (ივლისი) იზრდება. საშუალო წლიური ტემპერატურა 18.08 °C-ს შეადგენს. ძლიერი წვიმები გაზაფხულის მიწირულსა და ზაფხულის დასაწყისშია დამახასიათებელი. ტაიფუნები, ძირითადად, ზაფხულის მეორე ნაწილში ჩნდებიან და ქალქს დიდ ზარალს აყენებენ. მზის ნათების საშუალო მაჩვენებელი 26%-დან (მარტი) 53%-მდე (აგვისტო) იზრდება. მზის ნათების მაჩვენებელი წლიურად 1 706 საათს შეადგენს.

ჰავის მონაცემები — ვენჭოუ (1971–2000)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 25.6 26.2 29.5 31.3 35.7 36.8 39.6 38.1 38.0 35.0 29.4 25.9 39.6
საშუალო მაღალი °C 12.2 12.4 15.3 20.6 24.7 28.3 32.2 31.9 28.8 24.8 20.1 15.2 22.2
საშუალო დღიური °C 8.0 8.5 11.4 16.3 20.8 24.6 28.0 28.0 24.9 20.4 15.5 10.4 18.1
საშუალო დაბალი °C 5.0 5.7 8.6 13.3 18.0 22.0 25.0 25.0 21.9 17.2 12.1 6.9 15.1
რეკორდულად დაბალი °C −4.5 −3.9 −1.7 2.4 9.0 14.9 17.9 19.1 13.7 5.7 0.2 −3.5 −4.5
საშუალო ნალექი (მმ) 58.3 82.7 145.1 161.7 203.4 245.5 178.4 250.1 204.9 95.0 74.7 42.6 1 742,4
ნალექიანი დღეები საშუალოდ (≥ 0.1 mm) 13.5 14.8 19.0 18.4 18.4 18.1 14.7 16.6 13.4 10.3 9.4 8.1 174.7
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) 76 79 82 83 84 88 84 82 81 77 74 72 80
საშუალო თვიური მზიანი საათები 113.2 90.5 96.4 119.5 122.0 126.9 214.8 213.3 166.2 157.0 138.2 148.0 1 706
შესაძლო მზის სინათლის პროცენტი 35 29 26 31 29 31 51 53 45 44 43 46 39
წყარო: China Meteorological Administration

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Nanlai Cao, Constructing China's Jerusalem: Christians, Power and Place in the City of Wenzhou, Stanford, Stanford University Press, 2010, 232 pp.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. zh:产业经济. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 მაისი 2018. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი 2021. ციტირების თარიღი: 1 September 2017
  2. Geography. ციტირების თარიღი: 10 July 2018
  3. Archived copy zh-hans. ციტირების თარიღი: 2011-08-28
  4. 4.0 4.1  Chisholm, Hugh, ed. (1911). „Wên-chow-fu“ . Encyclopædia Britannica. 28 (11th ed.). Cambridge University Press. p. 518. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება)
  5. E.g.: Winterbotham, William (1795) An historical, geographical, and philosophical view of the Chinese empire: comprehending a description of the fifteen provinces of China, Chinese Tartary; tributary states; natural history of China; government, religion, laws, manners and customs, literature, arts, sciences, manufactures, &c, 2, გვ. 83.