თაიჭოუ (ჯეძიანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საოლქო დონის ქალაქი
თაიჭოუ
台州市
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
პროვინცია ჯეძიანი
შიდა დაყოფა Jiaojiang District, Huangyan District, Luqiao District, Yuhuan, Sanmen County, Tiantai County, Xianju County, Wenling და Linhai
კოორდინატები 28°39′21″ ჩ. გ. 121°25′15″ ა. გ. / 28.65583° ჩ. გ. 121.42083° ა. გ. / 28.65583; 121.42083
ფართობი 9411 კმ²
მოსახლეობა 6 662 888[1] კაცი
სიმჭიდროვე 710 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 576
საფოსტო ინდექსი 318000
საავტომობილო კოდი 浙J
ოფიციალური საიტი zjtz.gov.cn
თაიჭოუ (ჯეძიანი) — ჩინეთი
თაიჭოუ (ჯეძიანი)

თაიჭოუ (ჩინ.: 台州市, [tʰái.ʈʂóu], თაიჭოუს დიალექტი: Thecieu) — საოლქო დონის ქალაქი აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის ცენტრალური ნაწილის სანაპიროზე, ჯეძიანის პროვინციაში, ჩინეთი. ის შანხაიდან 300 კილომეტრით სამხრეთით და ხანგჭოუდან 230 კილომეტრით სამხრეთ-აღმოსავლეთით. თაიჭოუ დამატებით არის მუნიციპალიტეტი, რომელიც მოიცავს 3 რაიონს, 2 საოლქო დონის ქალაქსა და 3 მცირე ზომის ადმინისტრაციულ ერთეულს. 2020 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობამ 6 662 888 ადამიანი შეადგინა, რომელთაგან 3 578 660 ქალაქის ურბანულ ნაწილში (მეტრო არეალი) ცხოვრობს.[2]

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეგენდის თანახმად ტერმინი „თაიჭოუ“ მომდინარეობს მთა თიენთაის სახელწოდებიდან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხუთი ათასი წლის წინ, თაიჭოუს ტერიტორიაზე თანამედროვე მაცხოვრებლების წინაპრებმა დაიწყეს დასახლება. სიას, შანისა და ჯოუს დინასტიების პერიოდში, მაშინ როდესაც მთელი ჩინეთი მხოლოდ ყვითელი მდინარის აუზით შემოიფარგლებოდა, თანამედროვე თაიჭოუს ტერიტორია ტუნგოუს ნაწილს წარმოადგენდა. ძველი წელთაღრიცხვით III საუკუნეში, ცინის იმპერიის მიერ მიმდებარე ტერიტორიის დაპყრობის შემდეგ, თანამედროვე თაიჭოუს ტერიტორიაზე არსებული დასახლება ცნობილი იყო, როგორც ხუეიფუ. ეს დასახლება გაერთიანებული იყო მინჭონგის პრეფექტურაში, ხანის დინასტიის მმართველობის პერიოდში კი ქუაიძის შემადგენლობაში შედიოდა.

1994 წლის 22 აგვისტოს, თაიჭოუს მუნიციპალიტეტი შეიქმნა თაიჭოუს პრეფექტურის ადგილას, რაც სახელმწიფო საბჭოს დადგენილების საფუძველზე გადაწყდა. 199 წელს თაიჭოუ სახელმწიფო საბჭომ ჯეძიანისწრბანიზაციის სტრუქტურის წამყვან ქალაქად დაამტკიცა, ასევე პირველი დონის ეკონომიკის სუბ-ზონად. ეროვნული განვითარებისა და რეფორმის კომისიის გადაწყვეტილებით, თაიჭოუ ფორმალურად გახდა მდინარე იანძის დელტის 16 ქალაქის შემადგენელი ნაწილი (2003 წლის 15 აგვისტოს დადგენილება).

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თაიჭოუს დაქვემდებარებაშია გძელი სანაპირო ზოლი, რომელიც ასევე მოიცავს კუნძულებს. უდიდესი კუნძული არის იუხუანის კუნძული, რომელიც სამხრეთ ნაწილში მდებარეობს.[3] აღმოსავლეთით სანაპირო ზონები ძირითადად დაბლობია, ხშირია ბორცვებიც. თაიჭოუს აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი ნაწილები მთიანია, იანდაგის მთიანეთი სამხრეთ-დასავლეთით, ქუოცანგის მთები (ჩინ.: 括苍山, ფინინი: Kuòcāng Shān) დასავლეთით და თიენთაის მთა ჩრდილო-დასავლეთით. თაიჭოუს უმაღლსეი წერტილია მიშალანგი (ჩინ.: 米筛浪, ფინინი: Mǐshāilàng), 1382.4 მეტრის სიმაღლისაა, რომელიც ქუოცანგის ქედზე მდებარეობს. ეს მთა ასევე არის აღმოსავლეთ ჯეძიანის პროვინციის უმაღლესი წერტილი.[3]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თაიჭოუსათვის დამახასიათებელია ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია Cfa) და ქალაქში არის მკვეთრად გამოხატული ოთხი სეზონი. ზაფხულობით ქალაქში ხშირიატაიფუნი. კლიმატი ხასიათდება ცხელი, ნოტიო ზაფხულითა და შედარებით მშრალი და ცივი ზამთრით. ზამთარში თაიჭოუში იშვიათად თოვს. წლიური საშუალო ტემპერატურა თაიჭოუში 16.6 °C-დან 17.5 °C-მდე მერყეობს. ნალექიანობის საშუალო წლიური მაჩვენებელი 1185-დან 2029 მილიმეტრამდე იცვლება.

ჰავის მონაცემები — თაიჭოუ, 2013-2015
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 12.2 12.4 17.0 21.3 25.5 28.6 32.6 32.3 28.8 25.0 19.4 12.8 22.3
საშუალო დღიური °C 8.4 9.1 13.1 17.3 22.1 25.6 29.1 28.8 25.7 21.3 16.0 9.1 18.8
საშუალო დაბალი °C 4.6 5.9 9.2 13.2 18.8 22.6 25.5 25.3 22.5 17.7 12.6 5.4 15.3
საშუალო ნალექი (მმ) 37.6 79.7 79.1 74.5 178.3 262.3 131.8 260.9 145.6 101.4 89.5 116.2 1 556,8
წყარო 1: Tianqi.com,[4]
წყარო 2: Jiaojiang Agricultural and Forestry Website[5]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხუანგიანის რაიონი, თაიჭოუ

2010 წლის აღწერის მიხედვით, თაიჭოუს მთლიანმა მოსახლეობამ 5 968 838 ადამიანი შეადგინა, რომელთაგან 3 269 304 ქალაქის ურბანულ ნაწილში ცხოვრობს. ურბანული ნაწილი შექმნილია ძიაოძიანგის, ხანგიანის, ლუციაოსა და უენლინგის რაიონებისაგან.

ეკონომიკა და ინდუსტრია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თაიჭოუ

თაიჭოუ არის ჩინეთის კერძო ეკონომიკის ერთ-ერთი სამშობლო, რაც ჩინეთის ეკონომიკური რეფორმითაა განპირობებული.[6][7]

ჩინური საავტომობილო მწარმოებელი კომპანია Geely[8] დაარსდა თაიჭოუში. ეს არის ჩინეთის ათ ავტომობილების მწარმოებელ კომპანიას შორის ერთ-ერთი.

ჩინური ავტო ნაწილების მწარმოებელი Yuanhuan[9] ერთ-ერთი მთავარი ავტონაწილების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც მანქანებისათვის ყველა ტიპის ნაწილებს აწარმოებს.[10].

თაიჭოუ ასევე არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მანდარინის მწარმოებელი რეგიონი. აქ ასევე მოჰყავთ: იაპონური ზღმარტლი, უენდანი (თურინჯის სახეობა), მირიკა რუბრა. სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს შორისაა: ბრინჯი, კანოლა, ზიზანია (გარეული ბრინჯი), ედო, ჩინეთის წყლის წაბლი, ბამბუკი.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. China: Zhèjiāng (Prefectures, Cities, Districts and Counties) - Population Statistics, Charts and Map.
  2. https://www.citypopulation.de/en/china/zhejiang/admin/
  3. 3.0 3.1 Location დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine. Taizhou Information Center, Taizhou Government
  4. Weather History for Taizhou. tianqi.2345.com. ციტირების თარიღი: 2016-02-26
  5. Weather Information for Agriculture(Jiaojiang, Taizhou). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-17. ციტირების თარიღი: 2021-11-05.
  6. on Endogenous Development Mode of Private Economy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-15. ციტირების თარიღი: 2021-11-05.
  7. Model: Institutional Innovation and the Development of Private Economy.
  8. About Geely. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-14. ციტირების თარიღი: 2021-11-05.
  9. About Yuhuan.
  10. auto parts for vehicles
  11. Internationale Beziehungen de. Hanau. ციტირების თარიღი: 2019-11-29