ვრცელი (ტრადიციული) ნიშნები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვრცელი, ანუ ტრადიციული ნიშანი წარმოადგენს ე.წ. არაგამარტივებულ ჩინურ ნიშნებს. არაგამარტივებული, ტრადიციული, იგივე ვრცელი ჩინური ნიშნები დღემდე გამოიყენება ტაივანსა და ჰონგ-კონგის საგანგებო ადმინისტრაციულ ზონაში, ასევე ჰუაციაოს, ანუ ზღვისგაღმელ ჩინელთა მიერ.

ვრცელი და მოკლე ნიშანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ნიშანთა გამარტივების პროცესი რამდენიმე ნაბიჯად განხორციელდა. ეს გამარტივებული სადამწერლობო ნიშნები გამოიყენება ჩინეთსა და სინგაპურში. ტაივანში ვრცელ ნიშნებს 正體字 [zhèngtǐzì] ჯენტიზის, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კი 繁体字 [fèngtǐzì] ფანტიზის უწოდებენ.

სიტყვა [Hanzi] (ჩინური ნიშანი) "ჰანძი" მოკლედ
სიტყვა [Hanzi] "ჰანძი" (ჩინური ნიშანი) ვრცლად

ასევე იაპონიაშიც გაამარტივეს ჩინური ნიშნები, სადაც მას კანჯი (შინჯიტაი) ეწოდება, თუმცა ეს გამარტივება უფრო არასრული ხასიათისა იყო, თანაც იაპონიაში ეს პროცესი სულ სხვანაირად წარიმართა, ვიდრე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.

ცხრილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შედარების მიზნით აქ, ამ ცხრილში მაგალითის სახით მოტანილია ასობით ნიშანთაგან მხოლოდ რამდენიმე გამარტივებული იეროგლიფი, სადაც გამარტივებები, ან გამოტოვებული ხაზები საკმაოდ თვალსაჩინოა.

ვრცელი ნიშნები მოკლე ნიშნები
齿

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]