ჭრელასებრნი (ლათ.Cleridae) — მწერებიხოჭოების ოჯახისა. აქვთ ჭრელი, 3-25 მმ სიგრძის სხეული. ზედა ფრთებზე დასდევთ წითელი, ყვითელი, შავი ლურჯი და თეთრი ზოლები. დიდი რაოდენობით არიან ტროპიკებში. ოჯახში 3300-მდე სახეობაა, ყოფილ სსრკ-ში 60-მდე სახეობაა გავრცელებული. ჩვეულებრივია საკუთრივ ჭრელას (Thanasimus) და სკის ხოჭოს (Trichodes) გვარის სახეობები. ჭრელასებრთა უმრავლესობა მტაცებელია (ჭამენ სხვა მწერებს); მათი მატლები იკვებებიან ხოჭო-ქერქიჭამიების, ფუტკრების და კრაზანების მატლებით.