ფუტკრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ფუტკარი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფუტკრები
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
კლასი: მწერები
ლათინური სახელი
Apoidea

ფუტკრები (ლათ. Apoidea) — მწერების ზეოჯახი სიფრიფანაფრთიანების რიგისა. შეიცავს რამდენიმე ოჯახს (Colletidae, Andrenidae — მოკლეხორთუმიანები, Apidae — ნამდვილი ფუტკრები, Megachillidae და სხვა). ფუტკრების სხეულის სიგრძე 1,5 მმ — 5 სმ აღწევს. აქვს მლოკავ-მღრღნელი პირის აპარატი;უმრავლესობის ქვედა ყბა და ქვედა ტუჩი წაგრძელებულია ხორთუმად. სხეული მოფენილია ბუსუსებით. მრავალი ფუტკრის უკანა კიდურების წინა ნაწევარი გარდაქმნილია „კალათა“, რომელშიც ფუტკრები გრძელი ბუსუსების მეშვეობით აგროვებენ ყვავილის მტვერს, მუცლის ბოლოზე განვითარებულია ნესტარი ანუ საწერტელი. ზეოჯახში 20 ათასამდე სახეობაა. გვხვდება ყველგან, სადაც კი ყვავილოვანი მცენარეებია.ფუტკრები იკვებებიან ყვავილის მტვრითა და ნექტარით. ფუტკრებს ახასიათებს შთამომავლობაზე ზრუნვა, ერთეული ფუტკრების დედალი ერთ- ან რამდენიმეუჯრიან ბუდეს აშენებსმ შიგ კვერცხებს დებს, უჯრას ბეჭდავს და ბუდეს ტოვებს. კვერცხებიდან შეიძლება გამოიჩეკოს როგორც დედალი, ისე მამალი ფუტკარი. ე. წ. ნახევრად სოციალური ფუტკრების დედალი ბუდეში რჩება პირველი თაობის გამოჩეკამდე, რომელიც მხოლოდ დედლებისაგან შედგება. ისინი აშენებენ ახალ უჯრებს, ავსებენ საკვებით, მაგრამ კვერცხებს არ დებენ. კვერცხებს ისევ ძველი დედა ფუტკარი დებს. მხოლოდ 1—4 უნაყოფო თაობის შემდეგ, ძველი დედა ფუტკრის მიერ დადებული კვერცხებიდან ვითარდებიან როგორც დედლები, ისე მამლები, დედა ფუტკარი კი კვდება. ფუტკრებს შორის მრავალი, მათ შორის თაფლის მომცემი ფუტკრები, ოჯახებად ცხოვრობენ (საზოგადო ფუტკრები). მათ ახასიათებთ პოლიმორფიზმი (ფუტკრის ოჯახი) — დედლებისა და მამლების გარდა, მათ ჰყავთ მრავალრიცხოვანი მუშა (უნაყოფო დედლები) ფორმები.

ფუტკრების ყველა სახეობა სასარგებლოა როგორც მცენარეთა დამმტვერავი. თაფლის მომცემი ფუტკარი (ფუტკარი მეთაფლია) ადამიანმა უძველესიდროიდან მოიშინაურა თაფლის, ცვილის, დინდგელის, ფუტკრის რძის მიღების მიზნით. ფუტკრების შხამს იყენებენ მედიცინაში, ყოგი ფუტკრების კბენა საშიშია ადამიანისა და ცხოველებისათვის. აღსანიშნავია ქართული ფუტკარი, რომელიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი თავისი გრძელი ხორთუმებით, რაც საშუალებას აძლევს ამოწოვოს ნექტარი სხვა ფუტკრებისთვის მიუწვდომელი ყვავილიდან.


იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყურაშვილი ბ., უხერხემლოთა ყოოლოგია, გამოც. მე-ე, თბ., 1980