დროზერა
დროზერა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Drosera | ||||||||||||||
|
დროზერა, ცვრიანა (ლათ. drosera) — მრავალწლოვანი (იშვიათად ერთწლოვანი) მწერიჭამია მცენარეების გვარი დროზერასებრთა ოჯახისა. მისი ფესვთანური, როზეტად შეკრებილი ფოთლები მოფენილია ჯირკვლოვანი ბუსუსებით, მაგრამ გამოყოფილი წებოვანი სეკრეტის საშუალებით მცენარე იჭერს და ინელებს მწერს.
დროზერას 90-მდე სახეობა არქტიკის გარდა, ყველგანაა გავრცელებული; სახეობათა უმრავლესობა ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაშია. საქართველოშიც გვხვდება 4 სახეობა. დროზერა იზრდება ტორფიან ჭაობებში.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 642.