სვიატოსლავ I

სვიატოსლავისა და იოანე ციმისკეს შეხვედრა.
სვიატოსლავ იგორის ძე — კიევის რუსეთის დიდი მთავარი 957-972 წლებში. მხედართმთავარი. მისი მმართველობის დროს კიევის რუსეთმა დიდ წარმატებას მიაღწია. გაანადგურა ხაზართა სახაკანო X საუკუნის 60-იან წლებში, ილაშქრა კამის ბულგართა და კავკასიის წინააღმდეგ. ბულგარეთის შემდეგ წამოიწყო ლაშქრობა ბიზანტიის წინააღმდეგ, მაგრამ დამარცხდა. მოკლეს პაჭანიკებმა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 316.