შინაარსზე გადასვლა

ესკასუს შეთანხმება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ესკასუს შეთანხმება
რეგიონული შეთანხმება ლათინური ამერიკისა და კარიბების გარემოსდაცვით საკითხებში ინფორმაციის თავისუფლების, საზოგადოებრივი მონაწილეობისა და სამართლიანობის შესახებ

  რატიფიცირებული
  ხელმომწერები
  სხვები
მომზადდა 5 მაისი, 2015 ― 4 მარტი, 2018
ხელი მოეწერა 27 სექტემბერი, 2018[1]
ადგილი ესკასუს კანტონი, კოსტა-რიკა
ძალაში შევიდა 22 აპრილი, 2021[1]
ხელი მოაწერეს 25[1]
მხარეები 12[1]
მეანაბრე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი
ენები ინგლისური, ფრანგული, პორტუგალიური, კეჩუა, ესპანური

რეგიონული შეთანხმება ლათინური ამერიკისა და კარიბების გარემოსდაცვით საკითხებში ინფორმაციის თავისუფლების, საზოგადოებრივი მონაწილეობისა და სამართლიანობის შესახებ, ასევე ცნობილი, როგორც ესკასუს შეთანხმება (ესპ. Acuerdo de Escazú) ― ლათინური ამერიკისა და კარიბების 25 სახელმწიფოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება გარემოს, გარემოსდაცვით გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში საზოგადოებრივი მონაწილეობის, გარემოსდაცვითი სამართლიანობისა და ჯანსაღი და მდგრადი გარემოს საკითხებისადმი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის.[2] შეთანხმება ღიაა ლათინური ამერიკისა და კარიბების 33 სახელმწიფოსთვის. ხელისმომწერებიდან შეთანხმება რატიფიცირებული აქვს 12 სახელმწიფოს: ანტიგუა და ბარბუდა, არგენტინა, ბოლივია, ეკვადორი, გაიანა, მექსიკა, ნიკარაგუა, პანამა, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია და ურუგვაი.[1]

შეთანხმება 2012 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების კონფერენციაზე გაიხსნა და კონფერენციის შედეგად მიღენული ერთადერთი სამართლებრივი საერთაშორისო ხელშეკრულებაა. პროცესის ტექნიკური სამდივნოს ფუნქციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლათინური ამერიკისა და კარიბების ეკონომიკური კომისია ასრულებდა. შეთანხმება 2015-2018 წლებში მომზადდა და 2018 წლის 4 მარტს მიიღეს ესკასუში, კოსტა-რიკაში.[3] შეთანხმებას 2018 წლის 27 სექტემბერს მოეწერა ხელი და 2020 წლის 26 სეტქემბრამდე იყო ღია.[1] შეთანხმების ძალაში შესასვლელად 11 მხარის რატიფიცირება იყო საჭირო. აღნიშნული პირობა 2021 წლის 22 იანვარს შესრულდა, მექსიკისა და არგენტინის მიღების შემდეგ.[4] შეთანხმება ძალაში შევიდა 2021 წლის 22 აპრილს.[5][1]

ესკასუს შეთანხმება ლათინური ამერიკისა და კარიბების მასშტაბით, გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით მიღებული პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება და მსოფლიოს მასშტაბით მიღებული პირველი ხელშეკრულებაა, რომელიც გარემოს დამცველთა უფლებების შესახებ დებულებებს მოიცავს.[2] მონაწილე სახელმწიფოებისთვის გარემოს დამცველთა უფლებებთან დაკავშირებით მოთხოვნების დაწესებით, შეთანხმება ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვის უფლებებს შორის კავშირებს აძლიერებს. შეთანხმება ამჟამინდელი და მომავალი თაობების ჯანმრთელ გარემოში ცხოვრებისა და მდგრადი განვითარების უფლებასაც ითვალისწინებს.[6][7]

მხარეები და ხელმომწერები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წევრიხელმოწერის თარიღირატიფიკაციის თარიღი
ანტიგუა და ბარბუდის დროშა ანტიგუა და ბარბუდა27 სექტემბერი 20184 მარტი 2020
არგენტინის დროშა არგენტინა27 სექტემბერი 201822 იანვარი 2021
ბელიზის დროშა ბელიზი24 სექტემბერი 2020
ბოლივიის დროშა ბოლივია2 ნოემბერი 201826 სექტემბერი 2019
ბრაზილიის დროშა ბრაზილია27 სექტემბერი 2018
ჩილეს დროშა ჩილე18 მარტი 2022
კოლომბიის დროშა კოლუმბია11 დეკემბერი 2019
კოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა27 სექტემბერი 2018
დომინიკის დროშა დომინიკა26 სექტემბერი 2020
ეკვადორის დროშა ეკვადორი27 სექტემბერი 201821 მაისი 2020
გრენადის დროშა გრენადა26 სექტემბერი 2019
გვატემალის დროშა გვატემალა27 სექტემბერი 2018
გაიანის დროშა გაიანა27 სექტემბერი 201818 აპრილი 2019
ჰაიტის დროშა ჰაიტი27 სექტემბერი 2018
იამაიკის დროშა იამაიკა26 სექტემბერი 2019
მექსიკის დროშა მექსიკა27 სექტემბერი 201822 იანვარი 2021
ნიკარაგუას დროშა ნიკარაგუა27 სექტემბერი 20199 მარტი 2020
პანამის დროშა პანამა27 სექტემბერი 201810 მარტი 2020
პარაგვაის დროშა პარაგვაი28 სექტემბერი 2018
პერუს დროშა პერუ27 სექტემბერი 2018
დომინიკელთა რესპუბლიკის დროშა დომინიკელთა რესპუბლიკა27 სექტემბერი 2018
სენტ-ვინსენტისა და გრენადინების დროშა სენტ-ვინსენტი და გრენადინები12 ივლისი 201926 სექტემბერი 2019
სენტ-კიტსისა და ნევისის დროშა სენტ-კიტსი და ნევისი26 სექტემბერი 201926 სექტემბერი 2019
სენტ-ლუსიის დროშა სენტ-ლუსია27 სექტემბერი 20181 დეკემბერი 2020
ურუგვაის დროშა ურუგვაი27 სექტემბერი 201826 სექტემბერი 2019

რატიფიკაციის დაყოვნება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რამდენიმე კომენტატორი ეჭვებს გამოთქვამს ბრაზილიის მიერ შეთანხმების რატიფიცირების შესახებ, რადგანაც ჟაირ ბოლსონარუს მთავრობა გარემოსდაცვითი და ადამიანის უფლებების მექანიზმების მხარდაჭერით არ გამოირჩევა.[8][9] მსგავსად, მოსალოდნელია, რომ ხელშეკრულების რატიფიცირებას არც კოლუმბია მოახდენს, რომელიც რეგიონის ქვეყნებს შორის გარემოს დამცველთა სიკვდილიანობის მაჩვენებლით ერთ-ერთი მოწინავეა.[9]

  1. 1 2 3 4 5 6 7 Regional Agreement on Access to Information, Public Participation and Justice in Environmental Matters in Latin America and the Caribbean (9 April 2018). ციტირების თარიღი: 20 April 2021
  2. 1 2 Regional Agreement on Access to Information, Public Participation and Justice in Environmental Matters in Latin America and the Caribbean (4 March 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 თებერვალი 2021. ციტირების თარიღი: 20 April 2021
  3. ↑ History of the Regional Agreement. Economic Commission for Latin America and the Caribbean (23 March 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ივნისი 2021. ციტირების თარიღი: 28 May 2021
  4. ↑ „STATEMENT: Escazú Agreement Moves A Big Step Closer to Making the World Safer for Environmental Defenders“. World Resources Institute. 22 January 2021. ციტირების თარიღი: 20 April 2021.
  5. ↑ Secretary-General's message marking the Entry into Force of the Escazú Agreement. United Nations Secretary-General (22 April 2021). ციტირების თარიღი: 28 May 2021
  6. ↑ The Escazu Agreement (2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 აპრილი 2021. ციტირების თარიღი: 20 April 2021
  7. ↑ World's First Treaty Protecting Environmental Defenders Could Soon Be Enacted (24 August 2020). ციტირების თარიღი: 20 April 2021
  8. ↑ Brazil set to ignore Escazú agreement that protects environmental activists en-US (2021-04-19). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-29. ციტირების თარიღი: 2021-04-27
  9. 1 2 Miguel, Teresa de. (2021-04-26) International agreement enters into force to end killings of environmental leaders in Latin America en. ციტირების თარიღი: 2021-04-27