შინაარსზე გადასვლა

ემილ დიურკემი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ემილ დიურკემი
ფრანგ. David Émile Durkheim
დაბ. თარიღი 15 აპრილი, 1858(1858-04-15)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16]
დაბ. ადგილი ეპინალი[17]
გარდ. თარიღი 15 ნოემბერი, 1917(1917-11-15)[1] [2] [3] [4] [5] [6] [8] [9] [10] [11] [13] [14] [15] [16] (59 წლის)
გარდ. ადგილი პარიზი[17]
დასაფლავებულია მონპარნასის სასაფლაო
მოქალაქეობა საფრანგეთი[1]
საქმიანობა ანთროპოლოგი, ფილოსოფოსი, სოციოლოგი[14] , პროფესორი და historian of religion
მუშაობის ადგილი პარიზის უნივერსიტეტი[18] , უმაღლესი კვლევების პრაქტიკული სკოლა[18] და University of Bordeaux[18]
ალმა-მატერი პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა[18] , ლუი დიდის ლიცეუმი[18] , ლაიფციგის უნივერსიტეტი და University of Bordeaux[18]
განთქმული მოსწავლეები მარსელ მოსი, Maurice Halbwachs და Robert Hertz
მეუღლე Louise Dreyfus

დავიდ ემილ დიურკემი (ფრანგ. David Émile Durkheim; დ. 15 აპრილი, 1858, ეპინალი, საფრანგეთი — გ. 15 ნოემბერი, 1917, პარიზი, საფრანგეთი) — ფრანგი სოციოლოგი და ფილოსოფოსი, ფრანგული სოციოლოგიური სკოლისა და სტრუქტურულ-ფუნქციონალისტური ანალიზის, ასევე, სოციოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების ერთ-ერთი დამაარსებელი.

1898—1913 წლებში დიურკემი ხელმძღვანელობდა „სოციოლოგიური წელიწდეულის“ გამოცემას — მსოფლიოში პირველ სოციოლოგიაზე სპეციალიზებულ ჟურნალს. ამ ჟურნალის თანამშრომლებმა შექმნეს „ფრანგული სოციოლოგიური სკოლის“ სამეცნიერო საზოგადოება, რომლის ცენტრალური პრობლემატიკა იყო მეცნიერული საკითხი სოციალურ სოლიდარობაზე.

დაიბადა ეპინალში ებრაულ ოჯახში. მამა არც თუ ისე მდიდარი რაბინი იყო. ბავშვობაში დიურკემიც რაბინობას სწავლობდა, თუმცა მამის გარდაცვალების შემდეგ უარი თქვა ამ გზით წასვლაზე. 1876 წელს მესამე ცდით ჩაირიცხა პარიზის უმაღლეს ნორმალურ სკოლაში, რომელიც 1882 წელს დაამთავრა. სამი წლის განმავლობაში პროვინციულ ლიცეუმებში ფილოსოფიას ასწავლიდა. 1885 წელს იმოგზაურა გერმანიაში, რათა უკეთ გასცნობოდა ფილოსოფიას, სოციალურ მეცნიერებებს და ეთიკას. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ბორდოს უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე დაიწყო სოციალურ მეცნიერებებზე და პედაგოგიკაზე ლექციების კურსის კითხვა. 1887 წელს ის ჟიული დრეიფუსზე, ჩამოსასხმელი საწარმოს მმართველის ქალიშვილზე დაქორწინდა. 1893 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია „საზოგადოებრიცი შრომის დაყოფაზე“, 1896 წელს კი „სოციალური მეცნიერების“ კათედრას ჩაუდგა სათავეში. ეს მსოფლიოში სოციოლოგიის პირველი კათედრა იყო. ბორდოს უნივერსიტეტში მუშაობისას, დიურკემმა გამოაქვეყნა მისი ორი ყველაზე ცნობილი ნაშრომი — „სოციოლოგიური მეთოდის წესები“ (1895) და „თვითმკვლელობა“ (1897).

1898—1913 წლებში ხელმძღვანელობდა მსოფლიოში პირველი სოციოლოგიური ჟურნალის „სოციოლოგიური წელიწდეულის“ გამოცემას. 1902 წელს პროფესორის წოდების მიღების შემდეგ, დიურკემი გადავიდა სორბონაში, სადაც სათავეში ჩაუდგა „აღზრდის მეცნიერების“ კათედრას (1913 წლიდან კათედრას სახელი გადაერქვა „მეცნიერული აღზრდისა და სოციოლოგიის“ სახელად). ორატორული ნიჭის წყალობით, დიურკემი როგორც მასწავლებელი დამსახურებული წარმატებით სარგებლობდა. ამ პერიოდშივე გამოვიდა მისი ბოლო დიდი ნაშრომი — „რელიგიური ცხოვრების ელემენტარული ფორმები“ (1912).

პირველმა მსოფლიო ომმა საგრძნობი დარტყმა მიაყენა „ფრანგულ სოციოლოგიურ სკოლას“ და თვითონ ფილოსოფოსიც შეარყია. ამ ომში რევოლუციური სოციალიზმის უარმყოფელი დიურკემი მსოფლიოს გახლეჩვას ხედავდა[20].

1917 წლის 15 ნოემბერს ემილ დიურკემი გარდაიცვალა. ის დაკრძალულია საფრანგეთში, მონპარნასის სასაფლაოზე.

ემილ დიურკემის საფლავი


ფილოსოფიური და სოციოლოგიური შეხედულებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიურკემმა სოციოლოგიის საგნის ზუსტი კონცეფცია შეიმუშავა — ის ითვლება სოციოლოგიური მეთოდის თეორიის კლასიკოსად (მიდგომა — „სოციალური რეალიზმი“). სოციოლოგიის პრინციპები:

  1. საზოგადოება — ობიექტური რეალობის ნაწილი, ბუნების ზოგად წყობაში შემავალი და საკუთარი სპეციფიკური კანონების მქონე;
  2. საზოგადოება პირველადია მის შემადგენელ ადამიანებთან მიმართებაში;
  3. სოციოლოგიის მიერ შესწავლადი სოციალური ფაქტები ობიეტურები და დამოუკიდებლები არიან ადამიანური ნებისგან.

დიურკემის აზრით სოციოლოგია უნდა შეისწავლიდეს სოციალურ სინამდვილეს, რომელიც სპეციფიკურ ნიშნებს ფლობს და აქედან გამომდინარე უნდა ჰქონდეს თავისი სპეციფიკური მეთოდები.

სოციოლოგიის საგანი არის სოციალური ფაქტები, რომლებიც არსებობენ ინდივიდის გარეთ და მასთან მიმართებაში ფლობენ ნორმატიულ-იძულებით ძალას.

სოციოლოგიის ამოცანებია — გაიგოს, რა აიძულებს ადამიანებს ერთად ცხოვრებას, რატომ არის რომ მათთვის სტაბილური სოციალური მოწყობა წარმოადგენს ყველაზე დიდ ღირებულებას და რა კანონები მართავენ პიროვნებათაშორის ურთიერთობებს; შესთავაზოს მთავრობას კონკრეტული რეკომენდაციები თანამედროვე ცხოვრების მოწყობისთან დაკავშირებით.

სოციოლოგიური შემეცნების მეთოდოლოგია (კვლევები) — ეფუძნება ინტელექტუალური, მეცნიერული სიმართლის, მეცნიერული კვლევის ყოველგვარი პოლიტიკური, რელიგიური, მეტაფიზიკური და სხვა ცრურწმენისგან განთავისუფლების მოთხოვნას, რომლებიც უშლიან ჭეშმარიტების მიღწევას და პრაქტიკაში მრავალი უბედურების მომტანნი არიან.

სოციოლოგია — მკაცრი ობიექტური მეცნიერებაა, რომელიც თავისუფალია ყველა სახის იდეოლოგიური ცრურწმენებისგან და სპეკულაციებისგან.

ძირითადი ნაწარმოებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • „სოციოლოგიის ელემენტები“ (1889)
  • „საზოგადოებრივი შრომის დანაწილების შესახებ“ (1893)
  • „სოციოლოგიური მეთოდის წესები“ (1895)
  • „თვითმკვლელობა“ (1897)
  • „რელიგიური ცხოვრების ელემენტარული ფორმები“ (1912)
  • „სოციოლოგია და ფილოსოფია“ (გამოქვეყნებულია სიკვდილის შემდეგ 1924)
  • ფ. ე. ტელეჟნიკოვი დიურკემი სოციოლოგიის საგანისა და მეთოდის შესახებ // კომუნისტური აკადემიის მაუწყებელი. — 1929. — № 30 (6).
  • მ. გალბვაკსი რელიგიური გრძნობის გაჩენა დიურკემის მიხედვით // რელიგიის წარმოშობა ბუღჟუაზიაელი მეცნიერების აზრით — მ., 1932.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Find a Grave — 1996.
  4. 4.0 4.1 Internet Philosophy Ontology project
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. 6.0 6.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  7. Léonore databaseministère de la Culture.
  8. 8.0 8.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  9. 9.0 9.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  10. 10.0 10.1 AlKindi
  11. 11.0 11.1 Babelio — 2007.
  12. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  13. 13.0 13.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  14. 14.0 14.1 14.2 The Fine Art Archive — 2003.
  15. 15.0 15.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas — 2009.
  16. 16.0 16.1 Педагоги и психологи мира — 2012.
  17. 17.0 17.1 Дюркгейм Эмиль // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  18. 18.0 18.1 18.2 18.3 18.4 18.5 https://www.persee.fr/doc/inrp_0298-5632_1985_ant_2_1_2615
  19. 19.0 19.1 Encyclopedia of Modern Christian PoliticsGreenwood Publishing Group, 2006. — გვ. 66. — ISBN 978-0-313-32362-1
  20. ემილ დიურკემი[მკვდარი ბმული]