ელქას მირზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ელქას მირზა
Əlqas Mirzə
Elkas Mirza.jpg
ელქას მირზა სულთან სულეიმანის კარზე
ასტრაბადის გუბერნატორი
მმართ. დასაწყისი: 1532
მმართ. დასასრული: 1533 (1 წელი)
შირვანის მე–2 ბეგლარბეგი
მმართ. დასაწყისი: 1538
მმართ. დასასრული: 1547 (9 წელი)
წინამორბედი: ჰუსეინ ბეგ შამლუ
მემკვიდრე: აბდულა ხან უსტაჯლუ
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 15 მარტი, 1516
დაბ. ადგილი: ყარაბაღი
გარდ. თარიღი: 9 აპრილი, 1550
გარდ. ადგილი: ყაჰყაჰის ციხესიმაგრე
შვილები: აჰმად მირზა
ფარუჰ მირზა
სრული სახელი: აბულ გაზი სულთან ელქას მირზა
დინასტია: სეფიანები
მამა: ისმაილ I
დედა: თაჯლუ ბეგუმი
რელიგია: შიიტური ისლამი

აბულ გაზი სულთან ელქას მირზა (სპარს. ابوالقاسم قاضی سلطان آل قصبه میرزا‎‎, დ. 15 მარტი, 1516 ― გ. 9 აპრილი, 1550) ― სეფიანი უფლისწული, ისმაილ I-ის მეორე ძე, თამაზ I-ის უმცროსი ძმა.

აღიზარდა თავრიზში. 1532 წელს მისმა ძმამ, შაჰ-თამაზმა აბსოლუტური ძალაუფლება მოიპოვა და ელქას მირზა დანიშნა ასტრაბადის გამგებლად. 1538 წელს ძმის დავალებით აიღო შირვანი და სწორედ მის მმართველად დაინიშნა. პარალელურად ეკავა დერბენტის ბეგლარბეგის თანამდებობა. შაჰ-თამაზის საქართველოში მეორე ლაშქრობის დროს დაევალა ჩერქეზების წინააღმდეგ ბრძოლა, რომელშიც ის სასტიკად დამარცხდა.

დერბენტში ყოფნის დროს აჯანყდა და თავი შაჰად გამოაცხადა, მაგრამ მისმა ძმამ საქართველოდან დერბენტში მალევე გადაინაცვლა და ელქას მირზას მოუწია ყირიმში გაქცევა, იქიდან კი ჩავიდა ოსმალეთში და ტახტზე ასასვლელად დახმარება სულეიმან I-ს სთხოვა. მან მიიღო სუნიტური ისლამი და სულთანს ირანის სუნიზმზე მოქცევასა და ერაყის გადაცემას დაჰპირდა.

მან დაიწყო ბრძოლა სეფიანების წინააღმდეგ, უხელმძღვანელა ოსმალთა არმიას 1548-1550 წლის კამპანიის დროს, რომელშიც წარმატებას ვერ მიაღწია და მის ძმას ტყვედ ჩაუვარდა. 1550 წლის 9 აპრილს, შაჰის ბრძანებით ელქას მირზა თავის ვაჟებთან ერთად ყაჰყაჰის ციხე-სიმაგრეში სიკვდილით დასაჯეს.

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]